სატრანსფერო ფანჯარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სატრანსფერო ფანჯარა — პერიოდი, როდესაც საფეხბურთო კლუბებს შეუძლიათ განახორციელონ ტრანსფერები, ანუ გაიფორმონ სხვა კლუბების მოთამაშეები.

ფიფა-ს რეგლამენტის მიხევით, სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივობა ეროვნული ჩემპიონატის გუნდებისთვის ეროვნულ საფეხბურთო ფედერაციას შეუძლია განსაზღვროს, მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები: კალენდარული წლის განმავლობაში სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ ორჯერ შეიძლება გაიხსნას, აქედან პირველი უნდა დაიწყოს საფეხბურთო სეზონის დამთავრების შემდეგ და არ შეიძლება გრძელდებოდეს 12 კვირაზე მეტ ხანს, ხოლო მეორე სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაიხსნას საფეხბურთო სეზონის შუაში და არ შეიძლება ოთხ კვირაზე უფრო დიდ ხანს მიმდინარეობდეს.

სატრანსფერო ფანჯარა ზღუდავს კლუბების მიერ ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების პერიოდს, მოთამაშის გასხვისებისას კი არ არის აუცილებელი კლუბის ეროვნული ფედერაციის სატრანსფერო ფანჯარა ღია იყოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სატრანსფერო სისტემა გაჩნდა ინგლისში. 1885 წლეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბები ვალდებულები გახდნენ დაერეგისტრირებინათ თავიანთი მოთამაშეები ტურნირებზე მონაწილეობისთვის.

1990-იან წლებამდე მოქმედებდა ძველი წესები, რომლის თანახმადაც ნებისმიერ კლუბს შეეძლო დაებლოკა საკუთარი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელსაც უმთავრდებოდა კონტრაქტი,რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსი რეალურად არ არსებობდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა, ჟან–მარკ ბოსმანმა გააპროტესტა ეს ფაქტი, რადგან თვითონ შეეჯახა ამ დაბრკოლებას ბელგიური „ლიეჟიდან“ ფრანგულ „დიუნკერში“ გადასვლისას. ბოსმანმა ევროპის სასამართლოში უჩივლა ბელგიურ გუნდს და მოიგო დავა, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით ადამიანისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვა კონტრაქტის დასრულების შემდეგ ან სამაგიეროდ კომპენსციის მოთხოვნა არაკანონიერია.

ბოსმანის საქმე გახდა თანამედროვე სატრანსფერო ფანჯრის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2002 წლის სექტემბერში უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება კონტინენტალური სატრანსფერო სისტემა შეექმნა. ფიფა-მ ასევე მიიღო დადაგენილებები, რომელბმაც განსაზღვრეს აკრძალვები.

სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივოდა ზოგიერთ ჩემპიონატში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სატრანსფერო ფანჯარა მეორე სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთის ფედერაცია
7 იანვარი – 31 მარტი 10 ივლისი – 6 აგვისტო საქართველო
1 იანვარი – 31 მარტი 15 ივლისი – 15 აგვისტო ნორვეგია[1]
1 იანვარი – 31 მარტი 14 ივლისი – 13 აგვისტო ბრაზილია[2]
6 იანვარი – 31 მარტი 21 ივლისი – 18 აგვისტო იაპონია[3]
8 იანვარი – 31 მარტი 15 ივლისი – 11 აგვსიტო შვედეთი[4]
14 თებერვალი – 8 მაისი 10 ივლისი – 9 აგვისტო აშშ და კანადა[5]
1 მარტი – 30 აპრილი 1–31 აგვისტო ფინეთი[6]
1 ივნისი – 31 აგვისტო 1 იანვარი – 2 თებერვალი საფრანგეთი,[7] გერმანია, [8] იტალია და[9] ესპანეთი[10]
9 ივნისი – 31 აგვისტო 1–31 იანვარი ინგლისი[11][12]
9 ივნისი – 1 სექტემბერი 1 იანვარი – 1 თებერვალი შოტლანდია[13]
11 ივნისი – 1 სექტემბერი 5–31 იანვარი თურქეთი და [14] დანია[15]
11 ივნისი – 2 სექტემბერი 3–31 იანვარი ნიდერლანდები[16]
16 ივნისი – 8 სექტემბერი 25 იანვარი – 22 თებერვალი ბულგარეთი და რუმინეთი[17]
17 ივნისი – 6 სექტემბერი 28 იანვარი – 28 თებერვალი რუსეთი[18]
27 ივლისი – 18 ოქტომბერი 4 იანვარი – 2 თებერვალი ავსტრალია[19]

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშე ყოფილი კლუბი ახალი კლუბი ღირებულება
(მილიონი ევრო)
წელი
1 ბრაზილიის დროშა ნეიმარი ესპანეთის დროშა ბარსელონა საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი 222 2017
2 საფრანგეთის დროშა კილიან მბაპე საფრანგეთის დროშა მონაკო საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი 135+45 2018
3 პორტუგალიის დროშა ჟუან ფელიში პორტუგალიის დროშა ბენფიკა ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 126 2019
4 საფრანგეთის დროშა ანტუან გრიზმანი ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა ბარსელონა 120 2019
5 ბრაზილიის დროშა ფელიპე კოუტინიო ინგლისის დროშა ლივერპული ესპანეთის დროშა ბარსელონა 120+40 2018
6 საფრანგეთის დროშა უსმან დემბელე გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი ესპანეთის დროშა ბარსელონა 105+45 2017
7 საფრანგეთის დროშა პოლ პოგბა იტალიის დროშა იუვენტუსი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 105 2016
8 ბელგიის დროშა რომელუ ლუკაკუ ინგლისის დროშა ევერტონი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 88+18 2017
9 უელსის დროშა გარეთ ბეილი ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 100,8 2013
10 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი იტალიის დროშა იუვენტუსი 100 2018
11 ბელგიის დროშა ედენ აზარი ინგლისის დროშა ჩელსი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 100 2019
12 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 94,4 2009
13 არგენტინის დროშა გონსალო იგუაინი იტალიის დროშა ნაპოლი იტალიის დროშა იუვენტუსი 90 2016
14 ინგლისის დროშა ჰარი მაგუაირი ინგლისის დროშა ლესტერ სიტი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 87 2019
15 ნიდერლანდების დროშა ვირჯილ ვან დეიკი ინგლისის დროშა საუთჰემპტონი ინგლისის დროშა ლივერპული 85 2018
16 ურუგვაის დროშა ლუის სუარესი ინგლისის დროშა ლივერპული ესპანეთის დროშა ბარსელონა 82,3 2014
17 ესპანეთის დროშა კეპა არისაბალაგა ესპანეთის დროშა ატლეტიკ ბილბაო ინგლისის დროშა ჩელსი 80 2018
18 კოტ-დ’ივუარის დროშა ნიკოლას პეპე საფრანგეთის დროშა ლილი ინგლისის დროშა არსენალი 80 2019
19 საფრანგეთის დროშა ლუკას ერნანდესი ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი გერმანიის დროშა ბაიერნი 80 2019
20 საფრანგეთის დროშა ზინედინ ზიდანი იტალიის დროშა იუვენტუსი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 77,5 2001

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nytt overgangsvindu i Norge Norwegian. Adresseavisen (3 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2008. ციტირების თარიღი: 30 October 2008.
  2. Janela de transferências termina nesta quarta-feira Portuguese. Confederação Brasileira de Futebol (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 3 September 2014.
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Japanese. Japan Professional Football League (2017). ციტირების თარიღი: 24 March 2017.
  4. Transferfönstret Swedish. fotbolltransfers.com. fotbolltransfers.com. ციტირების თარიღი: 23 July 2013.
  5. MLS Roster Rules and Regulations (2017).
  6. Säännöt ja määräykset Finnish. Suomen Palloliitto (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2008. ციტირების თარიღი: 29 October 2008.
  7. Titre II – Les joueurs French (PDF). UNFP (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2008. ციტირების თარიღი: 30 October 2008.
  8. Spielordnung German (PDF). Deutscher Fußball-Bund. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2011. ციტირების თარიღი: 29 October 2008.
  9. 2015 Winter Transfer Window Countdown. European Professional Football Leagues. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 24 May 2015.
  10. Liga de Fútbol Profesional,. Liga de Fútbol Profesional. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 June 2011. ციტირების თარიღი: 5 January 2010.
  11. Worldwide transfer window calendar. FIFA (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 August 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  12. The FA Rules & Regs FAQs Transfer Windows. The Football Association (29 January 2004). ციტირების თარიღი: 23 May 2009.
  13. Here Comes The 2013 Football Summer Transfer Window - Fieldoo Blog. fieldoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  14. Europe's mid-season winter transfer window times in full. English Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2013. ციტირების თარიღი: 6 January 2013.
  15. Danske regler om overgangsperioder, betaling af træningskompensation og fordeling af solidaritetsbetaling. Danish Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2010.
  16. Transfertermijn betaald voetbal en FIFA TMS Dutch (20 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 June 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2012.
  17. LPF a stabilit data începerii viitorului sezon de Liga 1. 112 zile de transferuri în stagiunea 2014-2015. DigiSport (2014). ციტირების თარიღი: 11 April 2014.
  18. Transfer window. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-18. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  19. GmbH, , TaskFleet. Worldwide transfer windows calendar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 February 2017.