სატაცური (Asparagus), მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, ძალზე დატოტვილი ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ლიანებია. მათი ფოთლები რედუცირებულია ქერქლებათდ, რომელთა უბეში ჯგუფ-ჯგუფად სხედან ნემსისებრი კლადოდიუმები (სახეცვლილი ღეროები). ზოგ სახეობას ფილოკლადიუმიც აქვს. ყვავილი პატარაა, ხშირად ცალსქესიანი. ნაყოფი კენკრაა. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 3. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცური (Asparagus officinaltis). იგი ფართოდაა გავრცელებული. მოჰყავთ როგორც ბოსტნის კულტურა (var. altiltis). საჭმელად იყენებენ ქორფა, წვნიან ყლორტებს. ფესვი და ყლორტები სამკურნალო საშუალებაა (შეიცავს ალკალოიდ ასპრაგინს). სატაცურის ზოგი სახეობა (მაგ., ასპარაგუსი) დეკორატიულია.