საგუა-ლა-გრანდე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
საგუა-ლა-გრანდე
Sagua la Grande
|
საგუა-ლა-გრანდე (ესპ. Sagua la Grande) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. ქალაქის სიახლოვეს ოკეანეში, არის საბანა-კამაგუეის არქიპელაგის რიფები. დაარსდა 1812 წელს,[1] ხოლო როგორც მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1842 წელს. XX საუკუნის დასაწყისში საგუა-ლა-გრანდე და მისი პორტი იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ამჟამად ქალაქის ეკონომიკა ეფუძნება ქიმიურ და კვების მრეწველობას. მიმდინარეობს შაქრისა და ბრინჯის წარმოება. განვითარებულია ასევე მესაქონლეობა და თევზჭერა. არის ფართო ქუჩები და მეჩხერი მოძრაობა, რაც განაპირობებს ქალაქში მშვიდი ატმოსფეროს არსებობას.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ფართობია 661 კმ².[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 56,097 ადამიანი.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 84,9 ადამიანს კმ²-ზე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Guije.com. Sagua la Grande. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09.
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)
|
|||||||