კაიბარიენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კაიბარიენი
Caibarién
5 Caibarienmusee.jpg
ქვეყანა კუბა
პროვინცია ვილია-კლარა
კოორდ. 22°30′57″ ჩ. გ. 79°28′20″ დ. გ. / 
ფართობი 212 კმ²
სიმაღლე 5
მოსახლეობა 38,064 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 88,9 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5

კაიბარიენი მდებარეობა კუბა

Red pog.svg

კაიბარიენი (ესპ. Caibarién) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბუენა-ვისტას ყურის სიახლოვეს. სანაპიროზე არსებული თეთრი ქვიშიანი პლაჟის გამო ქალაქი ცნობილია როგორც ლა-ვილია-ბლანკა ანუ თეთრი ქალაქი. კაიბარიენი განთქმულია თავისი კარნავალებით. დაარსდა 1832 წელს, 1834 წელს ეწოდა კოლონია-დე-ვივესი, ხოლო 1837 წელს ქალაქმა აღიდგინა თავდაპირველი (კაიბარიენი) სახელწოდება. 1878 წლისათვის ქალაქში არსებობდა ეკლესიები, მაღაზიები და სკოლები. გამოდიოდა გაზეთი.

1879 წლის 1 იანვარს ხდება დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქის პირველი მერის მარტელოს პერიოდში შეიქმნა საქალაქო საბჭო. არის აეროპორტი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მიმდინარეობს შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და ხილის წარმოება. თევზჭერა. კაიბარიენში არის ხე-ტყის სახერხი, შაქრისა და კონსერვის ქარხნები. რკინიგზითა და მაგისტრალით დაკავშირებულია ახლო მდებარე ქალაქ პლასეტასტან.

სექციების სია

[რედაქტირება] დემოგრაფია

მუნიციპალიტეტის ფართობია 212 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 38,064 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 88,9 ადამიანს კმ²-ზე.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09.
  2. Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე