საად ჰადადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საად ჰადადი 
არაბ.  سعد حداد
დაბადების თარიღი 1936
დაბადების ადგილი მერჯ-აიუნი, ლიბანი
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1984
გარდაცვალების ადგილი მერჯ-აიუნი, ლიბანი
კუთვნილება ლიბანის დროშა ლიბანი
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები

1958—1976 (lლიბანის არმია)
1976—1984 (სამხრეთ ლიბანის არმია)

იანვარი 1984 (სამხრეთ ლიბანის არმია)
წოდება მაიორი
მეთაურობდა South Lebanon Army
ბრძოლები/ომები ლიბანის სამოქალაქო ომი
"ლიტანის" ოპერაცია
ლიბანის ომი (1982)

საად ჰადადი (არაბ. سعد حداد‎; 1936, მარჯ-აიუნი — 1984, მერჯ-აიუნი) —ლიბანელი ოფიცერი და მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი, სამხრეთ ლიბანის და ლიბანის თავისუფალი სახელმწიფოს პრო-ისრაელური არმიის დამფუძნებელი. ისრაელის მთავარი სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირე ლიბანის სამოქალაქო ომში.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლიბანში, ბერძენი კათოლიკეების ოჯახში. სამხედრო განათლება მიიღო საფრანგეთში და აშშ -ში. ის მსახურობდა ლიბანის არმიის სახმელეთო ნაწილებში. მას ჰქონდა მაიორის სამხედრო წოდება.

პოლიტიკურად, საად ჰადადმა მემარჯვენე ქრისტიანული პოზიცია დაიკავა. იგი გახლდათ მტკიცე ანტიკომუნისტი, ლიბანელი მემარცხენეების და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მოწინააღმდეგე.  მხარს უჭერდა ისრაელთან მემარჯვენე ქრისტიანული ძალების მჭიდრო ალიანსს. 1968 წელს  დაიჭრა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ბოევიკებთან შეტაკებისას.[2]

"მეამბოხე მაიორი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს ლიბანში დაიწყო მრავალწლიანი სამოქალაქო ომი. ცენტრალური მთავრობა და ქვეყნის არმია პრაქტიკულად დაიშალა. მაიორი ჰადადი ქვეგანაყოფთან ერთად იმყოფებოდა სამხრეთ ლიბანში. იგი მხარს უჭერდა  თავისუფალი ლიბანის სამთავრობო არმიას, რომელიც ქრისტიანი ოფიცრებითა და ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული.[3]

ისრაელის სამხედრო შტაბის მეთაური გენერალ-ლეიტენტი რაფაელ ეითანი და მისი თანაშემწე იონა ეფრატი და საად ჰადადი.

ჰადადის ქვედანაყოფი მოწყვეტილი იყო ქვეყნის მთავრობის მიერ კონტროლირებად  ტერიტორიებს  და ვერ იღებდა საჭირო მარაგს, ასევე არ შეეძლო  ადეკვატური წინააღმდეგობა გაეწია  პალესტინისა და მუსლიმური ბლოკის ძალებისთვის. საად ჰადადმა დახმარებისთვის სირიას მიმართა, მაგრამ მისი თხოვნა უპასუხოდ დარჩა, რის შემდეგაც მიმართა ისრაელის სარდლობას. 1976 წლის დასაწყისში ისრაელის მხარდაჭერით  შეიქმნა თავისუფალი ლიბანის სამხედრო -პოლიტიკური დაჯგუფება (მოგვიანებით დაარქვეს სამხრეთ ლიბანის არმია - SLA). ეს სტრუქტურა დაეხმარა  ცახალს 1978 წლის  „ლიტანის“ ოპერაციის  და 1982 წელს ლიბანში მასიური  შეჭრის დროს.

1979 წლის 18 აპრილს, მაიორმა საად ჰადადმა  სამხრეთ ლიბანის არმიის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონა ლიბანის თავისუფალ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მეორე დღეს ლიბანის მთავრობამ ჰადადი ღალატში დაადანაშაულა.

"ჰადადის სახელმწიფოს" დედაქალაქი იყო მისი მშობლიური ქალაქი მერჯ-აიუნი (ნაბათიეს მუჰაფაზა). ჰადადმა ჩამოაყალიბა რეჟიმი, რომელიც გულისხმობდა ისრაელთან ღია, ოფიციალურ ალიანსს და განსხვავდებოდა მემარჯვენე ქრისტიანული ძალების— ფალანგისტების რეჟიმისგან. ამავე დროს, ჰადადმა თავი შეიკავა სეპარატისტული ლოზუნგებისგან, ხაზი გაუსვა თავისი სახელმწიფოს ლიბანისადმი კუთვნილებას. იგი თანამშრომლობდა სხვა მემარჯვენე ქრისტიანულ ორგანიზაციებთან.

სამხრეთ ლიბანის არმია იბრძოდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის და მისი ლიბანელი მოკავშირეების წინააღმდეგ. კონფლიქტები და შეტაკებები მოხდა სამხრეთ ლიბანის არმიასა და გაეროს სამშვიდობო ძალებთან.

ამავდროულად, მაიორი ჰადადი ცდილობდა გაეუმჯობესებინა სასოფლო -სამეურნეო წარმოება,  უზრუნველყო კანონი და წესრიგი კონტროლირებად დასახლებებში . ჰადადმა თავის მიზანს უწოდა "წინააღმდეგობა პალესტინელების მიერ ლიბანის დაპყრობას" ჰადადს პატივს სცემდა სამხრეთ ლიბანის მოსახლობა, რომლებიც იზიარებდნენ მის მტრულგანწყობას პალესტინელი ბოევიკების მიმართ. საად ჰადადმა განაცხადა, რომ მის  ჯარში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი აღემატება მის ფინანსურ შესაძლებლობებს და გამოთქვა იმედი, ლიბანის არმიის სარდლობა განაახლებდა მისი ჯარისკაცებისათვის ხელფასების გადახდას რომლებიც ადრე გაყინული იყო პრეზიდენტ სარქისის ბრძანებით. ხელფასების გაცემა განახლდა უკვე ჰადადის მემკვიდრის, გენერალ ანტუან ლაჰადის დროს.[4][5]

1982 წელს სამხრეთ ლიბანის არმია და პირადად ჰადადი დაადანაშაულეს საბრასა და შატილაში მომხდარ ხოცვა -ჟლეტაში. თუმცა, კაჰანის კომისიის გამოძიებამ უარყო ეს ბრალდებები.

1983 წლის ისრაელ-ლიბანის სამშვიდობო ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამხრეთ ლიბანის არმიის ლეგალიზაციას და ლიბანის არმიაში მაიორ ჰადადის დაბრუნებას. ზოგადად, ეს შეთანხმება არ განხორციელებულა, მაგრამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, საად ჰადადი რეაბილიტირებული იქნა ლიბანის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. იგი აღადგინეს ლიბანის არმიაში მაიორის წოდებით და ჯილდოების დაბრუნებით.

საად ჰადადი მოულოდნელად გარდაიცვალა ლეიკემიით 1984 წლის 14 იანვარს, 47 წლის ასაკში. ისრაელის პრემიერ- მინისტრმა იცხაკ შამირმა მაიორ ჰადადას უწოდა "დიდი ლიბანელი პატრიოტი, ისრაელის ერთგული მეგობარი და მოკავშირე". ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე არენსმა  ჰადადი დაახასიათა, როგორც ლიბანის გამორჩეული სამხედრო ლიდერი. [6]

მაიორ ჰადადის  შემდეგ სამხრეთ ლიბანის არმიის მეთაური გახდა გენერალი ანტუან ლაჰადი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საად ჰადადი იყო დაქორწინებული და ჰყავდა ექვსი ქალიშვილი.

არზა ჰადადი, საად ჰადადის ქალიშვილი, ისრაელის მოქალაქეა, რომელიც ჰაიფას ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა კვლევით საქმიანობას რაკეტების წარმოების სფეროში. სახელი გაითქვა ისრაელის საჰაერო ძალებისათვის ახალი სარაკეტო ძრავის შემქმნით.[7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

.

  1. سعد حداد (არაბ.)
  2. MAJ. SAAD HADDAD, 47, ISRAEL'S CHRISTIAN ALLY IN SOUTHERN LEBANON
  3. "Saad Haddad and the South Lebanon Army - Who Was Saad Haddad and the South Lebanon Army (SLA)". Middleeast.about. 14 January 1984. Retrieved 19 October 2012.
  4. Will Haddadland rejoin Lebanon?
  5. ANTOINE LAHAD, WHO LED THE SOUTH LEBANESE ARMY, DIES IN PARIS
  6. Lebanese Militia Leader, Saad Haddad, Dead at 47[მკვდარი ბმული]
  7. خبيرة صواريخ لبنانية في إسرائيل تُنتج صاروخاً جديداً لحماية تل أبيب (არაბ.)
  8. From Lebanese refugee to Israeli rocket scientist