როზა ველტ-შტრაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზა ველტ-შტრაუსი
გერმ. Rosa Welt-Straus
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1856(1856-08-24)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ჩერნივცი
გარდაცვალების თარიღი 15 დეკემბერი, 1938(1938-12-15)[2] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჟენევა
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
აშშ
განათლება ბერნის უნივერსიტეტი

როზა ველტ-შტრაუსი (გერმ. Rosa Welt-Straus, დ. 24 აგვისტო,1856, ჩერნივცი — გ.15 დეკემბერი, 1938, ჟენევა, შვეიცარია) — სუფრაჟისტი და ფემინისტი, ებრაული წარმოშობის ამერიკელი ქალი ავსტრიის იმპერიაში.[4] პირველი ავსტრიელი, რომელმაც დაამთავრა საშუალო სკოლა, პირველი ავსტრიელი, რომელმაც მიიღო სამედიცინო ხარისხი და პირველი ქალი ოფთალმოლოგი ევროპაში. [5][6][7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზა ველტ-შტრაუსი დაიბადა ებრაულ ოჯახში და გაიზარდა სამ დასთან: იდასთან (1879–1950), ლეონორასთან (1859–1944) და სარასთან (1859–1944)[5] ერთად. სკოლაში სწავლის გარდა, მან მიიღო კარგი განათლება მამისგან, სინაი ველტისგან (1834–1882) და კარლ ემილ ფრანცოსისგან. 1873 წელს მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. იმისთვის, რომ მათ ქალიშვილს მისცემოდა სამედიცინო განხრით სწავლის შესაძლებლობა, ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, ვენის უნივერსიტეტმა როზას უარი უთხრა სასწავლებელში ჩარიცხვაზე, ამიტომ 1874 წლიდან სამედიცინო განათლება ბერნში მიიღო, სადაც 1878 წლს მოიპოვა დოქტორის ხარისხი. ლეონორა და სარა ასევე ექიმები გახდნენ, იდა კი სწავლობდა ქიმიას. [5][6] ვენაში დაბრუნებულმა როზამ განაგრძო განათლების მიღება, ესწრებოდა ლექციებს, განსაკუთრებით ოფთალმოლოგიაში და სტაჟირებას გადიოდა Rothschildrude Hospital-ში. შემდეგ მუშაობდა დრეზდენის სამშობიაროში.[8] ის ასევვე იყო ვენაში ქალთა მოწინავე განათლების ასოციაციის აქტიური წევრი.[7]

1882 წელს ოჯახი საცხოვრებლად ჟენევაში გადავიდა, საიდანაც როზა ველტი ემიგრაციაში წავიდა ამერიკაში.[8] იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ოფთალმოლოგად და ქირურგად ნიუ-იორკის ქალთა თვალის კლინიკაში.[4] როუზი დაქორწინდა ბიზნესმენ ლუი სტრაუსზე, მათ შეეძინა ქალიშვილი ნელი სტრაუს-მოჰენსონი.[4]

გარდა პროფესიული საქმიანობისა, როზა ველტ-შტრაუსი აქტიურად იყო ჩართული ნიუ-იორკში ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლაში.მან მხარი დაუჭირა ქალთა ხმის უფლებათა საერთაშორისო ალიანსის (IWSA) (1926 წლიდან — ქალთა საერთაშორისო კავშირი) მუშაობას, რომელიც დააარსეს კერი ჩაპმენ კატმა, მარი სტრიტმა,ანიტა აუგსპურგმა და კეტე შირმაჩემ [4] 1904 წელს იგი იყო IWSA-ის პირველ კონგრესზე [4] ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში.

1919 წელს ველტ-შტრაუსი ქალიშვილ ნელისთან ერთად პალესტინაში გადავიდა საცხოვრებლად. ჩამოსვლიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, იგი სათავეში ჩაუდგა ქალთა პირველ ეროვნულ ორგანიზაციას „ებრაელი ქალების კავშირი თანაბარი უფლებებისთვის ისრაელიში“, რომელიც იბრძოდა ისრაელის მიწაზე ქალთა თანაბარი უფლებებისთვის. როზა შტრაუსი ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. სავარაუდოა, რომ მისმა კავშირებმა ამერიკის ქალთა მოძრაობასთან და ქალთა სუფრაჟეტთა საერთაშორისო კავშირთან (IWSA) გადამწყვეტი როლი ითამაშა მის არჩევაში. [4][5][9][10]

1919 წლის სექტემბერში გაზეთმა Haaretz-მა გამოაქვეყნა წერილი Welt-Strauss-ისგან, სადაც ის წერდა ამერიკელი ებრაელი ქალების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ ქალთა საარჩევნო უფლებისთვის შეერთებულ შტატებში სხვა ქალებთან ერთად.მას სწამდა, რომ ასეთი ბრძოლა არ იქნება საჭირო ისრაელის მიწაზე. თუმცა, მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ახალ ქვეყანაში ქალთა ხმის უფლების მიღწევა ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა.[4]

1920 წლის ივლისში იგი გაემგზავრა ლონდონში შეხვედრაზე დასასწრებად, რომელზეც დაარსდა ქალთა საერთაშორისო სიონისტური ორგანიზაცია. იმავე წელს, მოგვიანებით, ჟენევაში, საერთაშორისო ალიანსის კონგრესზე,იგი წარმოადგენდა ებრაელ ქალთა კავშირს — ქალების ხმის მიცემის თანაბარი უფლებების მოთხოვნით. როზა ველტ-შტრაუსი იყო ალიანსის საერთაშორისო კომიტეტების წევრი, მონაწილეობდა ყველა კონგრესში და ხშირად შედიოდა იმ ქვეყნების დელეგაციების შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრებთან ერთად, სადაც ეს კონგრესები [4] იმართებოდა.

1926 წელს ჰარედიმებმა, რომლებსაც არ სურდათ შეჯახებოდნენ პლებისციტს, დატოვეს იშუვის წარმომადგენელთა ასამბლეა. იმავე წელს გაკეთდა ოფიციალური განცხადება (რატიფიცირებული სამანდატო მთავრობის მიერ, 1927 წელი), რომელიც ადასტურებდა „ქალების თანაბარ უფლებებს იშუვის ცხოვრების ყველა სფეროში — სამოქალაქო, პოლიტიკური და ეკონომიკური“.[11] როზა ველტ-შტრაუსი გარდაიცვალა ჟენევაში 1938 წელს.[7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mary R. S. Creese, Thomas M Creese: Ladies in the laboratory II. West European women in science, 1800–1900. Scarecrow Press, Lanham, Maryland 2004, ISBN 978-0-8108-4979-2, S. 174
  • Ruth Kark, Margalit Shilo, Galit Hasan-Rokem (Hrsg.): Jewish Women in Pre-State Israel. Life History, Politics, and Culture. Hbi Series on Jewish Women, University Press of New England, Hanover/London 2008, ISBN 978-1-58465-702-6, S. 225

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dr. Constant v. Wurzbach Welt, Rosa // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 54. — S. 251.
  2. 2.0 2.1 Frauen in Bewegung 1848–1938Österreichische Nationalbibliothek, 2006.
  3. Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Welt-Straus, Rosa | Jewish Women's Archive. Jwa.org. ციტირების თარიღი: 2013-10-13
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Hasson. (2013-04-19) Searching for the banner of the Hebrew woman - Week's End Israel News. Haaretz. ციტირების თარიღი: 2013-10-13
  6. 6.0 6.1 Higher Education in Central Europe | Jewish Women's Archive. Jwa.org (2009-03-01). ციტირების თარიღი: 2013-10-13
  7. 7.0 7.1 7.2 Ariadne - Österreichische Nationalbibliothek: Frauen in Bewegung 1848–1938. Rosa Welt. Abgerufen am 14. Januar 2020
  8. 8.0 8.1 Mary R. S. Creese, Thomas M Creese: Ladies in the laboratory II. West European women in science, 1800–1900, S. 174
  9. Kark, Ruth; Shilo, Margalit; Hasan-Rokem, Galit (2009-03-15) Jewish Women in Pre-State Israel: Life History, Politics, and Culture. ISBN 9781584658085. ციტირების თარიღი: 2013-10-13. 
  10. Second Aliyah: Women's Experience and Their Role in the Yishuv | Jewish Women's Archive. Jwa.org. ციტირების თარიღი: 2013-10-13.
  11. Bernstein, Deborah (January 1992) Pioneers and Homemakers: Jewish Women in Pre-State Israel. SUNY Press. ISBN 9780791409053. ციტირების თარიღი: 2013-10-13.