რობინია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობინია
Robinia pseudoacacia
Robinia pseudoacacia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ფარულთესლოვნები
რიგი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
გვარი: რობინია
ლათინური სახელი
Robinia

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რობინია (Robinia), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. თეთრი, ვარდისფერი და წითელი ყვავილები მტევან ყვავილედში აქვთ თავმოყრილი. 20-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში კულტივირებულია 4 სახეობა, მათ შორის უფრო გავრცელებულია ცრუაკაცია (თეთრი აკაცია), რომელიც ველურდება (მაგ., კოლხეთში) და ხშირად წარმოადგენს სარეველა მცენარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 418, თბ., 1984