რაულ ალბერტო ლასტირი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რაულ ალბერტო ლასტირი | ||
| არგენტინის 39-ე პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 13 ივლისი, 1973 – 11 ოქტომბერი, 1973 | ||
| წინამორბედი | ექტორ ხოსე კამპორა | |
| მემკვიდრე | ხუან პერონი | |
|
|
||
| დაბადებული | 11 სექტემბერი, 1915 ბუენოს-აირესი |
|
| გარდაცვლილი | 11 დეკემბერი, 1978 ბუენოს-აირესი |
|
| ეროვნება | არგენტინელი | |
| პოლიტიკური პარტია | ხუსტისიალისტი | |
რაულ ალბერტო ლასტირი (ესპ. Raúl Alberto Lastiri; დ. 11 სექტემბერი, 1915, ბუენოს-აირესი – გ. 11 დეკემბერი, 1978, ბუენოს-აირესი) – არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1973 წლის 13 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე.
იგი ხელმძღვანელობდა არგენტინის დეპუტატთა პალატას, როდესაც თანამდებობიდან გადადგნენ პრეზიდენტი ექტორ ხოსე კამპორა და ვიცე-პრეზიდენტი ვისენტე სოლანო ლიმა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით დროებითი პრეზიდენტის თანამდებობა სწორედ მას ერგო. იგი ქვეყნის სათავეში იდგა 3 თვის განმავლობაში და მოამზადა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც ხელისუფლების სათავეში დააბრუნა ხუან პერონი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
| წინამორბედი: ექტორ ხოსე კამპორა |
არგენტინის პრეზიდენტი 1973 |
შემდეგი: ხუან პერონი |
|
|||||||