ბარტოლომე მიტრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარტოლომე მიტრე
ბარტოლომე მიტრე
არგენტინის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი, 1862 – 11 ოქტომბერი, 1868
წინამორბედიხუან ესტებან პედერნერა
მემკვიდრედომინგო ფაუსტინო სარმიენტო

დაბადებული26 ივნისი, 1821
ბუენოს-აირესი
გარდაცვლილი19 იანვარი, 1906
ბუენოს-აირესი

ბარტოლომე მიტრე მარტინესი (Bartolomé Mitre Martinez; დ. 26 ივნისი, 1821, ბუენოს-აირესი — გ. 19 იანვარი, 1906, იქვე) — არგენტინის პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, არგენტინაში ლიბერალურ–პოზიტივისტური მიმართულების მამამთავარი. არგენტინის პრეზიდენტი 1862–1868 წლებში. მონაწილეობდა ქვეყნის ეროვნული გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ხელს უწყობდა არგენტინაში დიდი ბრიტანეთის პოზიციების განმტკიცებას. 1865 წელს წამოიწყო პარაგვაის წინააღმდეგ დამპყრობლური ომი.

ბარტოლომე მიტრე იყო არგენტინის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არგენტინაში დაიბადა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ხუან ესტებან პედერნერა
არგენტინის პრეზიდენტი

18621868
შემდეგი:
დომინგო ფაუსტინო სარმიენტო