რანერსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
რანერსი
დან. Randers
Randers Old Town Hall.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ცენტრალური დანია
კოორდინატები 56°26′ ჩ. გ. 10°02′ ა. გ. / 56.433° ჩ. გ. 10.033° ა. გ. / 56.433; 10.033
ფართობი 800,14 კმ²
მოსახლეობა 61 121 კაცი (2012)
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.randers.dk

რანერსი მდებარეობა დანია

Red pog.svg

რანერსი (დან. Randers) — ქალაქი ცენტრალურ დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულზე, რანერსის მუნიციპალიტეტში. მისი მოსახლეობა 61 121 ადამიანია (2012 წ) და ამ მაჩვენებლით წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მე-6 ქალაქს.

მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობა 94 750 კაცს შეადგენს (2010) და მიეკუთვნება 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს.

ქალაქი გაშენებულია მდინარე გუდენის ნაპირებზე, მისი რანერს-ფიორდთან შესართავიდან 10 კმ-ში, კოპენჰაგენიდან 179 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. მის ასეთ მდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვაო ვაჭრობისთვის.

ვრცელი სასოფლო-სამეურნეო არეალები და კარგი სატრანსპორტო მდებარეობა როგორც ხმელეთით, ისე ზღვით, რანერსს დაეხმარა, რომ ვაჭრობისა და კომერციის დინამიური ცენტრი გამხდარიყო.

რანერსი XII საუკუნეში დაარსდა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]