რანასინგჰე პრემადასა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რანასინგჰე პრემადასა
შრი-ლანკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი 1989 – 1 მაისი 1993
წინამორბედი ჯუნიუს ჯაიევარდენე
მემკვიდრე დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 თებერვალი 1978 – 3 მარტი 1989
წინამორბედი ჯუნიუს ჯაიევარდენე
მემკვიდრე დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა

დაბადებული 23 ივნისი 1923
კოლომბო ცეილონი
გარდაცვლილი 1 მაისი 1993
კოლომბო შრი-ლანკა
პოლიტიკური პარტია გართიანებული ეროვნული პარტია
მეუღლე ჰემა პრემადასა
შვილები საჯითი და დულანჯალი
რელიგია ბუდიზმი

რანასინგჰე პრემადასა (ტამილურ ენაზე ரணசிங்க பிரேமதாசா, ინგლ. Ranasinghe Premadasa დ. 23 ივნისი, 1923, კოლომბო - გ. 1 მაისი, 1993, კოლომბო) - შრი-ლანკელი პოლიტიკოსი. ქვეყნის პრეზიდენტი (1989-1993) და პრემიერ-მინისტრი (1978-1989). დაქორწინებული იყო ჰემა პრემადასაზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: საჯითი და დულანჯალი. მისი ვაჟი არის პარლამენტის წევრი ჰამბანტოტას რაიონიდან.

იგი თავდაპირველად გეგმავდა ჟურნალისტის პროფესიას დაუფლებოდა, თარგმნა კიდეც სინჰალურ ენაზე ჯავაჰარლალ ნერუს ავტობიოგრაფია. პოლიტიკური კარიერა დაიწყო ლეიბორისტული პარტიის რიგებში, მაგრამ მალევე შეუერთდა გაერთიანებულ ეროვნულ პარტიას, რადგანაც ლეიბორისტებს არ ჰქონდათ წარმატების არავითარი შანსები. დადლი სენანაიაკეს მთავრობაში ეკავა რადიომაუწყებლობის მინისტრის თანამდებობა. ამ პერიოდში მან ჩამოაყალიბა რადიოსადგური "რადიო ცეილონი", ერთერთი ყვალაზე ძველი სადგური სამხრეთ აზიაში. მისი პრეზიდენტობის დროს გაერთიანებული ეროვნული პარტიის რიგებიდან განდევნეს მისი ორი კონკურენტი ლალით ათულათმუდალი და გამინი დისანაიაკე, რომლებიც შეუერთდნენ ოპოზიციურ გაერთიანებულ დემოკრატიულ ეროვნულ განმათავისუფლებელ ფრონტს.

გარდაცვალება[რედაქტირება]

რანასიგჰე პრემადასა მოკლა "თამილ-ელამის განთავისუფლების ვეფხვების" კამიკაძე-ტერორისტმა 1993 წლის 1 მაისს კოლომბოში, საპირველმაისო აღლუმზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ჯუნიუს ჯაიევარდენე
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი

19781989
შემდეგი:
დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა
წინამორბედი:
ჯუნიუს ჯაიევარდენე
შრი-ლანკის პრეზიდენტი

19891993
შემდეგი:
დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა