დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა
| დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა | ||
| შრი-ლანკის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 მაისი 1993 – 12 ნოემბერი 1994 | ||
| წინამორბედი | რანასინგჰე პრემადასა | |
| მემკვიდრე | ჩანდრიკა კუმარატუნგა | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 3 მარტი 1989 – 7 მაისი 1993 | ||
| წინამორბედი | რანასინგჰე პრემადასა | |
| მემკვიდრე | რანილ ვიკრემასინგჰე | |
|
ჩრდ-დასავლეთის პროვინციის გუბერნატორი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1988 – 1989 | ||
|
|
||
| დაბადებული | 15 თებერვალი 1916 უდუნუვარა ცეილონი |
|
| გარდაცვლილი | 21 სექტემბერი 2008 კანდი შრი-ლანკა |
|
| ეროვნება | სინჰალი | |
| პოლიტიკური პარტია | გაერთიანებული ეროვნული პარტია | |
| რელიგია | ბუდიზმი | |
დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა - შრი-ლანკელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 1993-1994 წლებში, პრემიერ-მინისტრი 1989-1994 წლებში, და ჩრდილოეთ-დასავლეთის პროვინციის გუბერნატორი 1988-1989 წლებში.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა საშუალო კლასის სინჰალი ბუდისტის ოჯახში. განათლება მიიღო სანტ ენდრიუს კოლეჯში, კანდის მუნიციპალიტეტის ქალაქ გამპოლაში. იგი თავიდანვე ახლო კავშირში იყო პოლიტიკურ წრეებთან. გაერთიანებულ ნაციონალურ პარტიაში გაწევრიანდა 1946 წელს. პარლამენტის რიგებს დაუბრუნდა 1977 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად და გახდა ინფორმაციისა და რადიომაუწყებლობის მინისტრი ჯუნიუს ჯაიევარდენეს კაბინეტში. მისი პრემიერობის დროს ეკავა ტელეკომუნიკაციების, გზათა და სოფლის მეურნეობის მინისტების პოსტები. 1993 წლის 1 მაისს, საპირველმაისო აღლუმზე, კოლომბოში "თამილის ვეფხვებმა" მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი რანასინგჰე პრემადასა და კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა პრემადასას საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე დაიკიავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიჯეტუნგამ.
[რედაქტირება] გარდაცვალება
დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა გარდაიცვალა 2008 წლის 21 სექტემბერს კანდის ჰოსპიტალში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Dingiri Banda Wijetunga - the journey to greatness by M.B. Dassanayake
- Sri Lankan Daily News Editorial on 22nd Sep 2008
- A rare politician with exemplary qualities
- A president and gentleman
- President D.B. Wijetunga - An end of an era
- President D. B. Wijetunga The final journey
- Website of the Parliament of Sri Lanka
- Presidents of Sri Lanka
- Rivira Katu Satahana in Sinhala
- Biography Sri Lankan Daily News on the 23 of september
| წინამორბედი: რანასინგჰე პრემადასა |
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი 1989 – 1993 |
შემდეგი: რანილ ვიკრემასინგჰე |
| წინამორბედი: რანასინგჰე პრემადასა |
შრი-ლანკის პრეზიდენტი 1993 – 1994 |
შემდეგი: ჩანდრიკა კუმარატუნგა |
|
|||||||