ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი (1804)

ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი (ფრანგ. Jean Auguste Dominique Ingres; დ. 29 აგვისტო 1780, მონტობანი — გ. 14 იანვარი, 1867, პარიზი) — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. 1797 წლიდან სწავლობდა ჟაკ-ლუი დავითდან პარიზში. 1806-1824 წწ. მუშაობდა იტალიაში, 1835-1841 წწ. იყო ფრანგული აკადემიის დირექტორი რომში. განიცადა დავიდის გავლენა.

მხატვრის დიდი ზომის ისტორიული, მითოლოგიური და რელიგიურ სიუჟეტებზე შექმნილ სურათებში გამომჟღავნდა სიმპათიები კლასიციზმისადმი. ენგრი კლასიციზმის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელია. კლასიცისტურმა ტენდენციებმა დროთა განმავლობაში მხატვარი მოწყვიტა რეალურ სინამდვილეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]