პრჟემისლ I ოტოკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრჟემისლ I ოტოკარი, XIII საუკუნის მინიატურა.

პრჟემისლ I ოტოკარი (ჩეხ. Přemysl Otakar I, გერმ. Ottokar I.; დ. უცნობია – გ. 15 დეკემბერი, 1230) — ჩეხეთის მთავარი 1192-1193 და 1197-1198 წლებში და მეფე 1198-1230 წლებში. პრჟემისლოვიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ვლადისლავ II-ისა და იუდით ტიურინგიელის შვილი.

მიაღწია იმას, რომ 1212 წელს იმპერატორმა ფრიდრიხ II შტაუფენმა სცნო ჩეხეთის დამოუკიდებლობა. პრჟემისლ I ხელს უწყობდა გერმანულ ფეოდალურ კოლონიზაციას ჩეხეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება]