თეოფილუ ბრაგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოფილუ ბრაგა
თეოფილუ ბრაგა
პორტუგალიის დროებითი მთავრობის მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ოქტომბერი 1910 – 24 აგვისტო 1911
წინამორბედი მანუელ II (მეფე)
მემკვიდრე მანუელ ჟოზე დე არიაგა (პრეზიდენტი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მაისი, 1915 – 5 აგვისტო, 1915
წინამორბედი მანუელ ჟოზე დე არიაგა
მემკვიდრე ბერნარდინუ მაშადუ

დაბადებული 24 თებერვალი, 1843
პონტა-დელგადა აზორის კუნძულები
გარდაცვლილი 28 იანვარი, 1924
ლისაბონი, პორტუგალია
პოლიტიკური პარტია პრპ და სდპ
მეუღლე მარია დუ კარმუ შავიერი

თეოფილუ ბრაგა (პორტ. Joaquim Teófilo Fernandes Braga; დ. 24 თებერვალი, 1843, პონტა-დელგადა აზორის კუნძულები – გ. 28 იანვარი, 1924, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე. პორტუგალიის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის მეთაური (1910-1911 წწ.) და პრეზიდენტი (1915 წ.)

იურიდიული განათლება მიიღო კოიმბრის უნივერსიტეტში. 1872 წელს გადავიდა ლისაბონში, სადაც დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. გამოსცა, როგორც ლექსების კრებული, ასევე ეთნოგრაფიული და ფილოსოფიური ნაშრომები.

1878 წელს აირჩიეს პორტუგალიის პარლამენტის წევრად, სადაც შეუერთდა რესპუბლიკელ-ფედერალისტებს. გაწევრიანდა პორტუგალიის რესპუბლიკური პარტიაში. 1910 წლის გადატრიალების შედეგად, დაამხო მონარქია და სათავეში ჩაუდგა დროებით მთავრობას. 24 აგვისტოს მოოიხსნა პრეზიდენტის ფუნქციები, ხოლო 3 სექტემბერს დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც. თუმცა მანუელ ჟოზე დე არიაგას გადაგომის შემდეგ 1915 წელს აირჩიეს დროებით პრეზიდენტად მისი უფებამოსილების ვადის გასვლამდე. გარდაიცვალა 1924 წელს, დაკრძალულია ჟერონიმუშის მონასტერში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]