პორტალი:კახეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისტორიულად კახეთი მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი. (...სრულად)

რედაქტირება რჩეული სტატია
კახეთის გერბი
კახეთის გერბი

კახეთის სამეფო — გვიანდელი საუკუნეების ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სამეფო (1465—1762). მისი პოლიტიკური საზღვრები იყო: დასავლეთით მდ. არაგვი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდ. მტკვარი, ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედი (ადგილ-ადგილ საზღვარი ქედს გადაღმაც გადადიოდა: პირიქით ხევსურეთი და თუშეთი, გარკვეულ პერიოდამდე დიდოეთის და წახური კახეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა).

XVII საუკუნის დასაწყისამდე კახეთის აღმოსავლეთი საზღვარი იწყებოდა იქ, სადაც იორ-ალაზანი მდ. მტკვარს უერთდება, შემდეგ მიემართებოდა ჩრდილოეთით აჯინოურის ტბის გასწვრივ, კვეთდა მდ. აგრიჩაის და მდ. გიშისწყლის (გიშჩაი) გაყოლებით კავკასიონის წედამდე გადიოდა. შემდეგ საზღვარმა დასავლეთით ყაფიჩაიმდე (კარის მდინარე) გადმოიწია. დედაქალაქი გრემი, XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან თელავი.

კახეთის სამეფოს ისტორია შეიძლენა 3 ძირითად პერიოდად გაიყოს: 1. სამეფოს წარმოქმნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე; 2. XVII საუკუნის დასაწყისიდან 1744 წლამდე; 3. 1744—1762 წლები.

რედაქტირება რჩეული სურათი

გურჯაანი, ყველაწმინდა - ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესია საქართველოში.

რედაქტირება იცოდით, რომ…

...დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით-გარეჯის მონასტერშია დაცული...

რედაქტირება კახეთის რეგიონები

ახმეტის რაიონი - გურჯაანის რაიონი - დედოფლისწყაროს რაიონი - თელავის რაიონი - ლაგოდეხის რაიონი - საგარეჯოს რაიონი - სიღნაღის რაიონი - ყვარლის რაიონი

ისტორიული რეგიონები

გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი) - ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი) - შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) - გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო)

რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება ახალი სტატიები
რედაქტირება როგორ შემიძლია დავეხმარო