პლესურის ალპები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
პლესურის ალპები |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | გრაუბიუნდენის კანტონი (შვეიცარია) | |
| სიმაღლე | 2 985 მეტრი (აროზერ-როთორნი) | |
| ქედი | ცენტრალური აღმოსავლეთი ალპები | |
პლესურის ალპები — ქედი ალპებში, აღმოსავლეთ შვეიცარიაში. მიეკუთვნება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს. სახელი ეწოდა მდინარე პლესურისგან, რომელიც ქედს ცენტრიდან იღებს სათავეს. დასავლეთის მხრიდან, გლარნის ალპებისგან გამოყოფილია მდინარე რაინის ხეობით, ჩრდილოეთიდან, რეტიკონის ქედისგან — მდინარე პრეტიგაუს ხეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ალბულის ალპებისგან — მდინარე ლანდვასერის ხეობით, სამხრეთიდან, ობერჰალბშტაინის ალპებისგან — მდინარე ალბულის ხეობით.
ქედის შუა ნაწილში მდებარეობს სათხილამური კურორტი აროზა.
უმალღესი მწვერვალებია აროზერ-როთორნი (2985 მ) და შტეცერჰორნი (2576 მ).
პლესურის ალპებში არსებული უღელტეხილია შტრელა, 2377 მ სიმაღლეზე, დავოსსა და ლანგვისს შორის.
გალერეა [რედაქტირება]
-
ლენცერჰორნის მწვერვალი