ალბულის ალპები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ალბულის ალპები |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | გრაუბიუნდენის კანტონი (შვეიცარია) | |
| სიმაღლე | 3 418 მეტრი | |
| ქედი | ცენტრალური აღმოსავლეთი ალპები | |
ალბულის ალპები (გერმ. Albula-Alpen) — ქედი ალპებში, აღმოსავლეთ შვეიცარიაში. მიეკუთვნება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს. მაქსიმალური სიმაღლე 3422 მ (პიც-კეში). სახელი ეწოდა მდინარე ალბულისგან. დასავლეთის მხრიდან, ობერჰალბშტაინის ალპებისგან გამოყოფილია სეპტიმერის უღელტეხილითა და მდინარე იულიას ხეობით; ჩრდილო-დასავლეთიდან, პლესურის ალპებისგან — მდინარე ლანდვასერის ხეობით; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, სილვრეტის ალპებისგან — ფლიუელის უღელტეხილით; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ბერნინის ალპებისგან კი მალოიის უღელტეხილითა და მდინარე ინის ხეობით.
ალბულის ალპებიდან მოედინება მდინარეები: ალბულა, იულია, ლანდვასერი და ინი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- Webcams, bergruf.de
- Alpenvereinseinteilung der Ostalpen