პეტროს ადამიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტროს ადამიანი

პეტროს ადამიანი
სახელი დაბადებისას პეტროს ადამიანი
დაბადების თარიღი 1849
დაბადების ადგილი კონსტანტინოპოლი
მოღვაწეობა მსახიობი, პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
გარდაცვალების თარიღი 3 ივნისი, 1891
გარდაცვალების ადგილი კონსტანტინოპოლი
ეროვნება სომეხი

პეტროს ადამიანი (სომხ. Պետրոս Ադամյան; დ. 1849, კონსტანტინოპოლი — გ. 3 ივნისი, 1891, იქვე) — სომეხი მსახიობი, პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მისი თანამედროვე რუსი კრიტიკოსების თანახმად, ჰამლეტისა და ოტელოს მისეული განსახიერებები მას მსოფლიოს უდიდეს ტრაგიკოსთა რიგში აყენებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადამიანს დედა ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში გარდაეცვალა (წლინახევრის იყო). მისი სამსახიობო კარიერა 1866 წელს დაიწყო კონსტანტინოპოლის სომხურ თეატრში. 1879 წლიდან ის ბაქოში, შუშაში, ალექსანდრაპოლსა და ტფილისში გამოდიოდა. 1880-იან წლებში, როცა ოსმალებმა ეროვნული უმცირესობების დევნა დაიწყეს, ადამიანი რუსეთისა და უკრაინის ქალაქებში გასტროლებს მართავდა სომხურ და ფრანგულ ენებზე შესრულებით. 1888 წელს რუსი თეატრალური კრიტიკოსი „ოდესკი ვეტნიკში“ წერდა: „არა პოსარტი, არა როსი, არა ბარნაი, არც ერთ ევროპელ მსახიობს, რომელიც რუსეთს წვევია, მოუცია ჩვენთვის ასეთი აბსოლუტური, არტისტულად სრული ჰამლეტი, როგორც ბატონმა ადამიანმა გააკეთა“. 1888 წელსვე ის კონსტანტინოპოლში ბრუნდება. ამ პერიოდის მის საუკეთესო როლებს შორისაა: მეფე ლირი, არბენინი (ლერმონტოვის „მასკარადი“), ხლესტაკოვი (გოგოლის „რევიზორი“), მიქაელი (სუნდუკიანის „კიდევ ერთი მსხვერპლი“) და სხვ.

ადამიანი ყელის კიბოთი გარდაიცვალა რუსულ საავადმყოფოში.

ადამიანის სახელს ატარებს თბილისის სომხური დრამატული თეატრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]