პეტრე უსპენსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე უსპენსკი
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1878(1878-03-04)[1] [2]
დაბ. ადგილი ხარკივი
გარდ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1947(1947-10-02)[3] [1] [4] [2] (69 წლის)
გარდ. ადგილი სურეი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
აშშ
საქმიანობა ფილოსოფოსი, მწერალი, ჟურნალისტი, მათემატიკოსი და ფსიქოლოგი

პეტრე დიმიტრის ძე უსპენსკი (ინგლ. Peter D. Ouspensky, რუს. Пётр Демья́нович Успе́нский; დ. 5 მარტი, 1878 — გ. 2 ოქტომბერი, 1947) — რუსი ეზოთერიკოსი. ის გურჯიევს 1915 წელს მოსკოვში შეხვდა და მას შემდეგ ასოცირდებოდა გიორგი გურჯიევის სწავლებებთან. უსპენსკი გურჯიევის სწავლების მეთოდზე დაფუძნებული სისტემით 25 წლის მანძილზე ასწავლიდა ინგლისსა და აშშ-ში. ის გურჯიევს განუდგა 1924 წელს რის მიზეზებზეც საკუთარი წიგნის „სასწაულის ძიების“ უკანასკნელ თავში საუბრობს. უსპენსკი გურჯიევის სწავლებებს უშუალოდ მისგან 10 წლის განმავლობაში სწავლობდა. 1924 წელს ლონდონში ლექციის დროს პეტრემ განაცხადა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელებდა გზას, რომელიც 1921 წელს დაიწყო. ზოგიერთი მისი მოსწავლე მათ შორის რედნი კოლინი ამბობდა, რომ უსპენსკიმ 1947 წელს უშუალოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი სწავლებები მიატოვა, მაგრამ მის მიერ გაკეთებული ჩანაწერები ამას არ ადასტურებს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსპენსკი დაიბადა მოსკოვში 1878 წლის 5 მარტს. 1890 წელს ის სწავლობდა მოსკოვის მეორე გიმნაზიაში, სამთავრობო სკოლაში რომელშიც იღებდნენ 10-18 წლის ვაჟებს.  16 წლის ასაკში ის გარიცხეს სკოლიდან. 1906 წელს ის მუშაობდა მოსკოვის ყოველდღიურ გაზეთში „The Morning“.  1907 წელს ის დაინტერესდა თეოსოფიით. 1913 წლის შემოდგომით 35 წლის ასაკში პირველი მსოფლიო ომის დაყებამდე ის მოგზაურობდა აღმოსავლეთში სტუმრობდა თეოსოფებს ადიარში (Adyar) მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაყების გამო იძულებული გახდა, რომ  მოსკოვში დაბრუნებულიყო სადაც ის შეხვდა გიორგი გურჯიევს და დაქორწინდა სოფია გრიგორიევნა მაქსიმენკოზე. მას ჰყავდა საყვარელი, ანა ლინიშა ბუტკოვსკი[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვიში ცხოვრების პერიოდში ის გამოსცემდა სტატიებს რამდენიმე გაზეთში და დაინტერესებული იყო იმ პერიოდში პოპულარული სწავლება მეოთხე განზიმილებით[6].  მისი პირველი ნაშრომი სათაურით "მეოთხე განზომილება"[7] (The Fourth Dimension) გამოქვეყნდა 1909 წელს. ის შთაგონებული იყო ჩარლზ ჰილტონის[8] იდეებით, რომელიც მეოთხე განზომილებას მიიჩნევდა სივრცის გაგრძელებად.[9][10]

უსპენსკის მეორე ნაშრომი Tertium Organum გამოქვეყნდა 1912 წელს, სადაც ის უარყობს დროისა და სივრცის რეალურობას და უარყოფს არისტოტელეს ლოგიკურ ფორმულას "A არის A" და ასკვნის რომ  A არის ერთდროულად A და -A.[11] პეტრესგან ფარულად ნიკოლას ბესარაფოვმა წიგნის ასლი წაიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც ასლი არქიტექტორ კლაუდ ბრაგდონის ხელში აღმოჩნდა რომელიც დაინტერესებული იყო მეოთხე განზომილებით.[12]

უსპენსკი ცოდნის მიღების მიზნით მოგზაურობდა ევროპაში, აღმოსავლეთ ინდოეთში, შრი-ლანკაზე და ეგვიპტეში. 1915 წელს რუსეთში დაბრუნების შემდეგ მან გაიცნო გიორგი გურჯიევი. 1914 წლამდე პეტრე წერდა და აქვეყნებდა თავის ნაშრომებს ხოლო 1917 წელს მან განაახლა თავისი ნაშრომები. შემდეგ ლონდონში მის ლექციებს ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი პირები როგორებიც იყვნენ: ოლდოს ჰაქსლი, ტომას სტერნზ ელიოტი, ჯერალდ ჰარდი. უსპენსკიზე ამბობენ რომ ერთ რაღაცაზე ლოცულობდა მარტო, იმის მიუხედავად რომ არარელიგოური იყო: არ გამხდარიხო ცნობილი მისივე სიცოცხლის განმავლობაში.

სწავლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯიევთან დაშორების შემდეგ ის ასწავლიდა საკუთარ ჯგუფებში მეოთხე გზას ისე როგორც ეს მას ესმოდა.

მეოთხე გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯიევი ამბობდა, რომ არსებობდა თვითგანვითარების სამი გზა:ფაკირის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ფიზიკურ განვითარებაზე; ბერის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ემოციურ განვითარებაზე და იოგის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის გონებრივ განვითარებაზე და ეს სამივე გზა მოითხოვს ამქვეყნიური ცხოვრებისგან სრულ იზოლირებას, მაგრამ ის ასწავლიდა რომ არის მეოთხე გზაც, რომელიც არ მოითხოვს მისი მიმდევრებისგან გარესამყაროსგან გარიყვას. ადამიანის თვითგანვითარება ამ გზის მიხედვით შესაძლებელია ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებეშიც. უსპენსკიმ კი თავისი სწავლებები ამ იდეებზე დააფუძნა და მთელი ცხოვრების მანძილზე ასწავლიდა საკუთარ სკოლებში[13]. ასევე უსპენსკის ეკუთვნის ტერმინი მეოთხე გზა, რომელიც მანამდე გურჯიევის სწავლებებში არ გვხვდებოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. 2.0 2.1 Internet Philosophy Ontology project
  3. SNAC — 2010.
  4. Humphreys C. Uspensky, Pyotr (Dem’yanovich) // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T087422
  5. Moore, James (1999). Gurdjieff. Element Books Ltd. p. 73. ISBN 1-86204-606-9. The meaning of life is an eternal search.
  6. Geometry of four dimensions by Henry Parker Manning
  7. P. D. Ouspensky, The Fourth Dimension, Kessinger Publishing, 2005. ISBN 1-4253-4935-8.
  8. Rucker, Rudolf, editor, Speculations on the Fourth Dimension: Selected Writings of Charles H. Hinton, Dover Publications Inc., 1980. ISBN 0-486-23916-0.
  9. Scientific Romances by Charles Howard Hinton
  10. A new era of thought by Charles Howard Hinton
  11. Ouspensky, P. D. (2003). Tertium Organum. Book Tree. p. 266. ISBN 1-58509-244-4. A is both A and Not-A
  12. Gary Lachman In Search of P. D. Ouspensky, p. 174, Quest Books, 2006 ISBN 978-0-8356-0848-0
  13. Bruno de Panafieu-Jacob Needleman-George Baker-Mary Stein Gurdjieff, p. 218, Continuum International Publishing Group, 1997 ISBN 978-0-8264-1049-8