პეტერ ჰუხელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პეტერ ჰუხელი (გერმ. Peter Huchel; დ. 3 აპრილი, 1903, ლიხტერფელდე, ბერლინთან — გ. 30 აპრილი, 1981, ტაუფენბადენი) — გერმანელი მწერალი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
1971 წლამდე ცხოვრობდა გდრ-ში, შემდეგ იტალიასა და გფრ-ში. თავდაპირველად იყენებდა ტრადიციულ, კონვენციურ ფორმასა და გამოსახვის საშუალებებს, თანდათანობით გადავიდა ურითმო, შინაგან რიტმზე დაფუძნებულ ლექსებზე. მისმა ლირიკამ ფილოსოფიური ხასიათი მიიღო, ყურადღების ცენტრში დააყენა ადამიანის ეგზისტენციური შეჭირვება (კრებულები: „ლექსები“, 1948; „შარაგზები, შარაგზები“, 1963; „დათვლილი დღეები“, 1972). ჰუხელს მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია, იყო რამდენიმე აკადემიის წევრი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 699, თბ., 1987 წელი.