პატარა ვერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პატარა ვერა

პატარა ვერა, პოსტერი
ჟანრი დრამა
მელოდრამა
რეჟისორი ვასილი პიჩული
სცენარის ავტორი მარია ხმელიკი
როლებში ნატალია ნეგოდა
ალექსეი სოკოლოვი
კომპოზიტორი ვლადიმერ მატეცკი
ოპერატორი ეფიმ რეზნიკოვი
კინოსტუდია გორკის სახელობის კინოსტუდია
გამოსვლის თარიღი გერმანიის დროშა 11 თებერვალი, 1989 (ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი)
აშშ-ის დროშა 28 აპრილი
საფრანგეთის დროშა 7 ივნისი
არგენტინის დროშა 2 ნოემბერი, 1989
ავსტრალიის დროშა 19 აპრილი, 1990
ხანგრძლივობა 128 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული
IMDb პროფილი

პატარა ვერა (რუს. Маленькая Вера) — 1988 წლის საბჭოთა კინოფილმი, რომლის რეჟისორია ვასილი პიჩული. გადაღებულია „პერესტროიკის“ პერიოდში და მისი ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმი, სადაც დემონსტირებულია სექსუალური სცენები, რითაც მეტი ყურადღება მიიპყრო.

ფილმის პრემიერა შედგა 1988 წლის ოქტომბერში. მონაწილეობენ ნატალია ნეგოდა, ალექსეი სოკოლოვი და სხვები. ფილმმა მიიღო 6 ჯილდო. ნატალია ნეგოდამ მოიპოვა ნიკას ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობმა 1989 წელს.

რეჟისორმა ვასილი პიჩულმა მონრეალის კინოფესტივალზე მიიღო სპეციალური ჟიურის პრემია 1988 წელს და აგრეთვე ფიპრესის პრიზი ვენეციის კინოფესტივალზე 1988 წელს. ფილმის საუნდტრეკი ორი ძირითადი სიმღერისაგან შედგება, რომელსაც მომღერალი სოფია როტარუ ასრულებს.

ბილეთების გაყიდვის მხრივ, ფილმი ლიდერობდა საბჭოთა კავშირში; მთლიანობაში ფილმი 54.9 მილიონმა ადამიანმა ნახა. აღსანიშნავია, რომ „პატარა ვერა“ ფილმთან „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ ერთად იყო ყველაზე წარმატებული საბჭოთა ფილმი აშშ-ში. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „პატარა ვერა“ არის პირველი საბჭოთა ფილმი, რომელმაც საბჭოთა ეკრანებზე დაარღვია ტაბუ სექსზე. სსრკ-ში და მოგვიანებით რუსეთში 1990-იან წლებში ფილმი გამოდიოდა ლიცენზიურ VHS-ზე. ზოგჯერ ვრცელდებოდა „მეკობრულ“ ვიდეოკასეტებზე.

აშშ-ში ფილმი გამოიცემოდა ინგლისურ ენაზე ამერიკული დუბლაჟით VHS-სა და Laserdisc-ზე NTSC-ის სისტემაში. 2001 წელს ფილმი გამოვიდა DVD-ზე PAL-ისა და NTSC-ის სისტემებში, ხოლო აშშ-ისა და კანადაში გამოიცა მხოლოდ NTSC-ის სისტემაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]