ნატალია ნეგოდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატალია ნეგოდა
დაბ. სახელი ნატალია ნეგოდა
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი 1963
საქმიანობა მსახიობი
წლები 1987–დღემდე

ნატალია ნეგოდა (რუს. Негода, Наталья Игоревна; დ. 12 ნოემბერი 1963, მოსკოვი) — საბჭოთა და ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. ყველაზე მეტი პოპულარობა მოუტანა ფილმმა „პატარა ვერა“.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ნატალია ნეგოდა დაიბადა 1963 წლის 12 ნოემბერს, მოსკოვში, რეჟისორ თამარა პავლიუჩენკოს ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრი. 1986-1988 წლებში მუშაობდა მოსკოვის ახალგაზრდულ თეატრში. 1987 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „ხვალ ომი იქნება“. 1988 წელს გამოდის საბჭოთა ფილმი „პატარა ვერა“, რომლის შემდეგ ნატალია ნეგოდა ხდება სექს-სიმბოლო.

1980-იანი წლების ბოლოს მონაწილეობა მიიღო ამერიკული ჟურნალის „Playboy“-ის ფოტოსესიაში. 1990-იანი წლების დასაწყისში ნეგოდა აშშ-ში გაემგზავრა, იქ ცოლად გაჰყვა რუს ემიგრანტს. აშშ-ში ცხოვრებისას მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში.

ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 2009 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში „დაირა, დოლი“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

ფილმი
წელი ფილმი როლი შენიშვნა
1987 ხვალ ომი იქნება ზინა
1988 უცნობის ავტოპორტრეტი ვერა
1988 პატარა ვერა ვერა
1989 ქალაქ სოჭის ბნელი ღამე ლენა
1991 უკან საბჭოთა კავშირში ლენა
1992 ზაფხულის მეგობრები ტანია
1993 კანონი და წესრიგი ირინა
1996 ყოველ წუთას: პატიება ნადია
2009 დაირა, დოლი კატია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]