ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების მონასტერი
ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების მონასტერი — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′24″ ჩ. გ. 43°58′38″ ა. გ. / 56.32333° ჩ. გ. 43.97722° ა. გ. / 56.32333; 43.97722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210029000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1221

ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების მონასტერი (რუს. Благовещенский монастырь) — უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდში. დაარსებულია XIII საუკუნის დასაწყისში. მდებარეობს მდინარე ოკის ნაპირზე, ვოლგასთან მისი შეერთების ადგილთან ახლოს. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი 1221 წელს დააარსეს ვლადიმირ-სუზდალის დიდმა მთავარმა იური ვსევოლოდის ძემ და ვლადიმირის ეპისკოპოსმა სიმონმა ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით. 1229 წელს ერზიანელების თავადმა პურგაზმა გაანადგურა და მთლიანად გადაწვა მონასტერი, დახოცა ბერები. ასი წლის შემდეგ მონასტერი აღორძინდა, მაგრამ 1369 წლის მკაცრ ზამთარში შენობების დიდი ნაწილი დაინგრა და მოსახლეობა დაიღუპა.

მონასტრის აღორძინება დაკავშირებულია XIII საუკუნეში მოღვაწე მიტროპოლიტ ალექსისთან. წყაროების მიხედვით იგი ოქროს ურდოსაკენ მიმავალი ეწვია ნიჟნი-ნოვგოროდს. ლეგენდის თანახმად ალექსი მიტროპოლიტი დასასვენებლად შეჩერდა მდინარე ოკის ნაპირზე მდებარე წყაროსთან, დანგრეული ხარების მონასტრის ახლოს. განადგურებული მონასტრის ხილვამ ალექსისზე ცუდად იმოქმედა და ღმერთს დაპირდა: თუ ოქროს ურდოდან წარმატებით დაბრუნდებოდა ამ მონასტერს აღადგენდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე. ოქროს ურდოდან მიტროპოლიტი დიდი პატივით გამოისტუმრეს, რადგან მან განკურნა თათართა ხანის ჯანიბეკის მეუღლე, რუსეთი კი ერთი გამანადგურებელი თავდასხმისაგან გადაარჩინა. მიტროპოლიტმა პირობა აღასრულა და მონასტერი აღადგინა.

აღდგენილ მონატერზე ზრუნავდა გენერალ ალექსი ერმოლოვის პირდაპირი წინაპარი ოსიპ ერმოლოვი, რომელიც მონასტერში ყოველი სტუმრობისას ბერებს გარკვეულ თანხას ჩუქნიდა. 1631 წელს ოსიპ ერმოლოვი გარდაიცვალა.

1649 წელს ეკლესიაში დაამონტაჟეს ოთხიარუსიანი კანკელი.

XVIII საუკუნეში მონასტერში აღმოაჩინეს XII-XIII საუკუნეების კონდაკების ჩანაწერი, რომელსაც ხარების კონდაკი ეწოდა. იგი რუსული ჰიმოგრაფიის უძველესი ძეგლია. 1880-იან წლებში მონასტერს არქიტექტორ რობერტ კილევეინის ხელმძღვანელობით ჩაუტარდა რესტავრაცია.

ოქტომბრის რევოლუციისა და ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ მონასტერი დახურეს. 1948-2005 წლებში მონასტერში განთავსებული იყო ნიჟნი-ნოვგოროდის პლანეტარიუმი. მონასტრის აღორძინება დაიწყო 1993 წლიდან. თავვაპირველად მონასტერში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ორი წლის შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი პირველი რექტორი გახდა კირილე პოკროვსკი.

აღდგენილ მონასტერში 2007 წელს დააყენეს მარმარილოს კანკელი.

2009 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე მონასტერში აკურთხეს ხატი, რომელზეც გამოსახული იყო ბიბლიური პერსონაჟები: აბელი, ისააკი, ნოე, სეთი, ენოქი და აბრაამი.

2013 წლის 23 აგვისტოს მონასტრის ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა იმპერატორ ალექსანდრე II-ის ქანდაკება (მოქანდაკე ა. აპოლონოვი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]