ისააკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისააკი, ბიბლიური პერსონაჟი, აბრაამისა და სარას ძე. ებრაელთა ერთ-ერთი მითური მამამთავარი. იაჰვეს ბრძანებით, აბრაამს ისააკი უნდა შეეწირა მსხვერპლად, მაგრამ მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთმა ისააკის ნაცვლად მას სამსხვერპლო ვერძი მიუვლინა (დაბადება, თ. 22). ისააკის თქმულება განეკუთვნება ბიბლიური პატრიარქების ლეგენდათა ციკლს. თავდაპირველად ისააკი ალბათ ისრაელთა ერთ-ერთი ტომის „წინაპარ-ღმერთად“ ითვლებოდა. პირმშო ძის მსხვერპლად შეწირვა გამოძახილია პირველყოფილი რელიგიის კულტებისათვის დამახასიათებელი წესისა. მსხვერპლშეწირვის სცენა აისახა ხელოვნებაში (დონატელოს რელიეფი, რემბრანდტის სურათი და სხვა).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შანიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 226, თბ., 1984

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე