ნერსე II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნერსე II
ქართლის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 771
მმართ. დასასრული: 776
წინამორბედი: ჯუანშერ II
მემკვიდრე: სტეფანოზ IV
დაბ. თარიღი:
დინასტია: ბაგრატიონები

ნერსე II, ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის II ნახევარში (781-მდე) ადარნასე კურაპალატისა და ერისმთავრის ძე. 772 ნერსე II ხალიფა მანსურმა ანტიარაბული საქმიანობისათვის ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა.

ხალიფა მაჰდიმ (775-785) გამეფებისთანავე გაათავისუფლა ნერსე II და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა. 5 წლის შემდეგ ნერსე II კვლავ შეებრძოლა არაბებს, შემდეგ თავისი მხლებლებით ხაზარებთან გაიქცა (დარიალის გზით), რადგან მათი დახმარების იმედი ჰქონდა. ხაზართა ხაკანმა ნერსე II პატივისცემით მიიღო, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე, ჩანს, უარი უთხრა. ნერსე II დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა, სადაც წინასწარ ჰყავდა ცოლ-შვილი გახიზნული. აქ მან შეიტყო, რომ ხალიფას ქართლის ერისმთავრად მისი დისწული სტეფანოზ გურგენის ძე დაენიშნა. ნერსე II-მ ამირასაგან ქართლში დაბრუნების ნებართვა და უშიშროების გარანტია ითხოვა. ხაზარებისაგან მიტოვებული ნერსე II არაბებისათვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ქართლში დაბრუნდა.

ნერსე II-ის ცხოვრების ამ პერიოდთან არის დაკავშირებული მისი არაბი მსახურის აბოს ტრაგიკული თავგადასავალი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 394, თბ., 1984
წინამორბედი:
ჯუანშერ II
ქართლის ერისთავი
771 - 776
შემდეგი:
სტეფანოზ IV