სტეფანოზ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანოზ IIქართლის მთავარი (639–663) და კახეთის ერისმთავარი; პატრიციელი (637/642–≈650). ადარნასე I-ის ძე.

მას დაუსრულებია მცხეთის ჯვრის ეკლესიის მშენებლობა, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია მისი რელიეფური გამოსახულება. მას ჯუანშერი ახასიათებს ენერგიულ და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ. მემატიანეს სიტყვით იყო „განმწმენდელი სჯულისა, მაშენებელი ეკლსიათა“. სუმბატის გადმოცემით, ჯვრის მონასტრის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიწვია ჯვრის კრება. მის დროს ქართლი აღიწერა, შედეგები კი ბიზანტიაში გაიგზავნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ადარნასე I
ქართლის ერისმთავარი
639663
შემდეგი:
გუარამ II