გუარამი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გუარამი | |
| ქართლის ერისთავი | |
| მმართ. დასაწყისი: | 572 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 586 |
| წინამორბედი: | |
| მემკვიდრე: | ჯუანშერ I |
| დაბ. თარიღი: | |
| გარდ. თარიღი: | 586 |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
გუარამი, გვარამი, ქართლის პირველი ერისმთავარი მეფობის გაუქმების (523) შემდეგ. არსებობს მოსაზრება, რომ გუარამი უნდა იყოს VI საუკუნის 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების მეთაური გურგენი (გურგენის აჯანყება VI საუკუნის 70-იანი წლებისა). ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი, რომელსაც ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა მიანიჭა და ქართლის მეფედ დანიშნა. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობით, გუარამი ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად:
|
„ნელად-რე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ დიდი...[1]“
|
სუმბატ დავითის ძე გუარამს თვლის ქართველ ბაგრატიონთა მამათავრად. წყაროების საერთო მოწმობით, გუარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.
წყაროები [რედაქტირება]
- ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბილისი, 1955. გვ.218-222.
- სუმბატ დავითის ძე, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბილისი, 1955. გვ. 372-374.
- მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის გამოც. I, თბილისი, 1963.
- პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. II, თბილისი, 1965.
- თეოფანე ბიზანტიელი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. III,თბილისი, 1936.
- მენანდრე პროტიქტორი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. III,თბილისი, 1936.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 287, თბ., 1978 წელი.
- ვ. გოილაძე, VI საუკუნეში ქართლის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დათარიღებისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, №1, 1979
- ა. ბოგვერაძე, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბილისი,1973
- მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003
- ზ. ალექსიძე, ქართლში ბაგრატიონთა დინასტიის პირველი გამოჩენა, კრ. ბაგრატიონები, თბილისი, 2003.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის გამოც. I, თბილისი, 1963
| წინამორბედი: ' |
ქართლის ერისთავი 572 - 586 |
შემდეგი: ჯუანშერ I |
|
|||||||||||