ნარგიზ ხალილოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარგიზ ხალილოვა
მშობლიური სახელი აზერ. Nərgiz Ramazan qızı Xəlilova
დაბადების თარიღი ლენინგრადი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი ბაქო, აზერბაიჯანი
გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია
ეროვნება აზერბაიჯანელი
ეთნიკურად ავარი
საქმიანობა მუსიკათმცოდნე, მოდელი
მშობლები მამა: რამაზან ხალილოვი
დედა: ელვირა ხალილოვა

ნარგიზ ხალილოვა (აზერ. Nərgiz Ramazan qızı Xəlilova; ლენინგრადი, რუსეთის სფსრ, სსრკმოსკოვი, რუსეთი) — მოდის ხატი აზერბაიჯანის სსრ-ში, მუსიკათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარგიზის მამა რამაზან ხალილოვი თბილისში ცხოვრობდა. ის იყო ავართა მთავრის შვილი. მას ჟურნალისტური განათლება ჰქონდა მიღებული. 1930 წელს იგი აკრედიტებული იყო ლენინგრადში გაზეთში რეპორტიორად, სადაც გაიცნო ნარგიზის მომავალი დედა.

დედამისი, ელვირა ხალილოვა, დაიბადა ბელორუსში. წყვილმა ერთად 20 წელი იცხოვრა[1].

ნარგიზ ხალილოვა დაიბადა ლენინგრადში, რუსეთში. დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ ის დედასთან ერთად ჩავიდა ბაქოში, სადაც მამამისი ცხოვრობდა. ისინი კომპოზიტორ უზეირ ჰაჯიბეკოვის სახლში დასახლდნენ[2]. ნარგიზის ბებია იყო უზეირ ჰაჯიბეკოვის და მუსლიმ მაგომაევის მეუღლეების და. უზეირ ჰაჯიბეოვი და მისი მეუღლე მალიქა ჰაჯიბეილი იყვნენ ნარგიზ ხალილოვას პირველი მუსიკის მასწავლებლები[3].

ნარგიზის ბავშვობა უდარდელი იყო. იგი გარშემორტყმული იყო ყურადღებით და სითბოთი. დედამისი ელვირა გულის დაავადებით იყო დაავადებული. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნარგიზის მამა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა ხელახლა დაქორწინება[1].

ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობაში ნარგიზ ხალილოვამ გაიცნო ინჟინერი მალიქ ახუნდოვი. დედამისი სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი იყო, მამა კი ჯანდაცვის მინისტრი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და გადაწყვიტეს დაქორწინება. 1959 წელს ნარგიზმა დაამთავრა უ.ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიული ფაკულტეტი[1].

რამდენიმე წლის შემდეგ ნარგიზი და მალიქი დაშორდნენ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: ხასიათების შეუთავსებლობა, საერთო ინტერესების არარსებობა და ცოლის მიმართ გაუმართლებელი ეჭვიანობა. განქორწინების შემდეგ ნარგიზი მამის სახლში დაბრუნდა[1].

მან ყურადღება მიიპყრო არა მარტო სილამაზით, არამედ სტილითაც[1]. ნარგიზ ხალილოვა პირველი ქალი იყო აზერბაიჯანში, რომელმაც ქვეყანაში შარვლის კოსტიუმი ჩაიცვა. მაშინ ეს აღიქმებოდა გამბედავ ნაბიჯად.

რამდენიმე ხნის შემდეგ მან გაიცნო თავისი ძმის მეგობარი - სლავიკ აგარანოვი. ის იყო ერთ-ერთი მდიდარი ებრაელის შვილი და ქალაქის „ოქროს ახალგაზრდობის“ ლიდერი. მას სიგიჟემდე უყვარდა ნარგიზი და ისინი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდნენ[1].

პატიმრობა და ახალი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით წყვილმა მოსკოვში გადასვლა გადაწყვიტა. იქ მისი მეუღლე უერთდება ვალუტის მოვაჭრეების ჯგუფს. აგარანოვი ყიდულობდა მოდურ ნივთებს და ჩამოჰქონდა ისინი ბაქოში, სადაც მათ ძალიან ძვირად ყიდდა. თავიდან მარტო მუშაობდა. შემდეგ ბანდებში დაიწყო მუშაობა და ვალუტით ოქრო იყიდა, რაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდა[1].

ერთხელ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოლ-ქმარი დააკავა. ნარგიზ ხალილოვას სავალუტო დანაშაულში ედებოდა ბრალი და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს[1].

კოლონიაში ყოფნისას, ისააკ გერშველდი, კგბ-ს გამომძიებელი, რომელიც იცნობდა ნარგიზს პატიმრობამდე ფარულად იყო შეყვარებული მასზე. ნარგიზის გათავისუფლების დღეს მან გული გაუხსნა ნარგიზს და გამოუტყდა, რომ მასზე იყო შეყვარებული. იმ დროისთვის გერშველდი დაქორწინებული იყო და ჰყავდა ორი ქალიშვილი. ნარგიზი თანახმდება გერშველდზე დაქორწინაბზე და მასთან ერთად ცხოვრობდა 16 წელი. დაქორწინების შემდეგ გერშველდს გაუქმდა სისტემაში მუშაობის უფლება[1].

გერშველდზე დაქორწინების შემდეგ ნარგიზი კვლავ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისმა მეუღლემ სტამბა გახსნა[1].

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარგიზ ხალილოვა აქტიური საქმიანი ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი მუშაობდა აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, გაამდიდრა უზეირ ჰაჯიბეკოვის ფონდი და ინვესტიცია ჩადო ახალგაზრდა მუსიკოსებსა და კულტურის სხვა მოღვაწეებში.

1998 წელს ნარგიზ ხალილოვას მამა გარდაიცვალა. რამაზან ხალილოვი იყო უზეირ ჰაჯიბეილის სახლ-მუზეუმის დირექტორი. მისი გარდაცვალების შემდეგ თანამდებობა ნარგიზმა დაიკავა[1][2].

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების ბოლოს ნარგიზმა ცუდად გრძნობდა თავს. ექიმებმა მას თავიდან არასწორი დიაგნოზი დაუსვეს ფილტვების ანთების სახით. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაიწყეს ნარგიზის მკურნალობა ძლიერი ანტიბიოტიკებით, მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. 1998 წელს მისმა ძმამ რუფატმა ნარგიზი მეუღლესთან ერთად მოსკოვში წაიყვანა. იქ ის ჰერცენის ონკოლოგიის ინსტიტუტში მოათავსეს შესამოწმებლად. ნარგიზს ინსტიტუტში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს[1].

ნარგიზი გარდაიცვალა. იგი ბაქოში ჩამოასვენეს. აეროპორტში უამრავი ნაცნობი და უცნობი ხალხი შეიკრიბა. დაკრძალეს ბაქოში მდებარე რუსულ სასაფლაოზე[1].

ნარგიზ ხალილოვას შვილები არ ჰყავდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]