ჰეპატიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეპატიტი (ბერძნ. hepar, ნათ. ბრ. hepatos „ღვიძლი“) — ღვიძლის ანთებითი დაავადებების საერთო სახელწოდება. გამომწვევი მიზეზების მიხედვით განარჩევენ პირველად ინფექციურ ჰეპატიტს (ჰეპატიტი ვირუსული) და მეორეულ ჰეპატიტს, რომელიც დაერთვის ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას (მაგ., ინფექციური მონონუკლეოზი, ბრუცელოზი, მალარია, ათაშანგი და სხვა). ჰეპატიტი შეიძლება გამოიწვიოს მიკრობის ტოქსინმა, ამებიაზმა, ალკოჰოლმა, შხამიანი სოკოთი, დარიშხნით, დიქლორეთანით ან სხვა ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ, ზოგიერთმა წამალმა და სხვა. ჰეპატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

A ჰეპატიტი[რედაქტირება]

ჰეპატიტი A

A ჰეპატიტს ადგილი აქვს როგორც იზოლირებულ დაავადებას ან იფეთქოს როგორ ეპიდემიამ. ა ვირუსი, რომელიც ინფიცირებული ინდივიდის გამოყოფაშია, გადაიცემა დასალევი წყლით ან საჭმლით, ან სახიფათო სექსუალური კავშირით.

A ჰეპატიტის ვირუსი[რედაქტირება]

A ჰეპატიტის (HAV- Hepatitis A Virus) გამომწვევი მიეკუთვნება პიკორნავირუსების ოჯახის ენტეროვირუსების გვარს. იწვევს ყველაზე უფრო გავრცელებულ ვირუსულ ჰეპატიტს. ვირუსი პირველად, 1979 წელს აღმოჩენილი იქნა ს. ფეინსტოუნის მიერ ავადმყოფის ფეკალიებში. აღნიშნულ ვირუსს აქვს ერთჯაჭვიანი რნმ-ი და ცილოვანი ბუნების ერთი ვირუს სპეციფიკური ანტიგენი. A ჰეპატიტის ვირუსი, ისევე როგორც სხვა ენტეროვირუსები, საკვებთან ერთად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც რეპლიცირდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის და რეგიონული ლიმფური კვანძების ეპითელურ უჯრედებში. ამის შემდეგ გამომწვევი აგენტი იჭრება სისხლში. სხვა ენტეროვირუსებისაგან განსხვავებით, A ჰეპატიტის ვირუსის დამაზიანებელი მოქმედების ძირითადი სამიზნეა ღვიძლის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა-ში ხდება რეპროდუქცია. ჰეპატოციტების(ღვიძლის უჯრედები)დაზიანებას თან ახლავს სიყვითლის განვითარება. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი, ასევე ინფექციის უსიმპტომო ფორმებით შეპყრობილი პირები. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები. ინფექციის გადატანის შემდეგ ყალიბდება ჰუმორული იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე.

B ჰეპატიტი[რედაქტირება]

ჰეპატიტი B

ადრე მიჩნეული იყო, რომ ჰეპატიტი ვრცელდებოდა მარტო სისხლით ან არასტერილური კანქვეშა ინსტრუმენტებით. თუმცა B ჰეპატიტს აგრეთვე შეუძლია სეკრეციით გავრცელდეს. ადამიანებს, რომლებიც არიან ჰეპატიტით დაავადებულები, მაგრამ არა აქვთ სიმპტომები, შეუძლიათ უნებლიეთ დაავადონ ჯანმრთელი ადამიანები. B ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო.

C ჰეპატიტი[რედაქტირება]

ჰეპატიტი C

ნაკლებად გავრცელებული არის ვირუსის მესამე, ც, ფორმა, რომელსაც ასე დაარქვეს C ვირუსის გამო, რომელიც 1988 წელს იყო აღმოჩენილი. ც ვირუსის გადაცემა ემთხვევა B ვირუსის გადაცემას.მას შემდეგ რაც მე-20 საუკუნის 70 -იან წლებში მიაგნეს A და B ჰეპატიტის გამოწვევ ნიშნებს, ცნობილი გახდა კიდევ რადენიმე ვირუსული ჰეპატიტის არსებობის შესახებ. გადამწყვეტი ნაბიჯი ორგანიზმში ინფექციური აგენტის აღმოსაჩენად გადაიდგა 1989 წელს.როდესაც დაავადებულთა სისხლში აღმოჩენილი იქნა ვირუსული რნმ.ჰეპატიტის ამ გამაღიზიანებელს ეწოდა ჰეპატიტი ც-ს ვირუსი.

D ჰეპატიტი[რედაქტირება]

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვირუსის კიდევ ერთი ნაირსახიება, დელტა, ანუ D ჰეპატიტი. მისით დაავადება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი.

საინკუბაციო პერიოდი[რედაქტირება]

A ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი არის 2-დან 6 კვირამდე; B ჰეპატიტის — 4-დან 25 კვირამდე და C ჰეპატიტის 2-დან 20 კვირამდე.

მკურნალობა[რედაქტირება]

ხშირად ჰეპატიტი საწყისი ნიშნებით გრიპს ჰგავს:თავის ტკივილი, სხეულში მტვრევა და ტემპერატურის მატება.როგორც წესი ეს ჰეპატიტის საწყისი ნიშნებია. ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული, ექიმთან ვიზიტამდე, კარგად უნდა დაფიქრდეს ინფიცირების შესაძლო დროსა და ფაქტორებზე.იგულისხმება ბავშვობაში გადატანილი დაავადებები.დასჭირდა თუ არა სისხლის გადასხმა,იყო თუ არა ნარკოტიკის მომხმარებელი, ჰყავდა თუ არა მრავალი სქესობრივი პარტნიორი, ან ერთი, რომელიც იყო ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი. ც ჰეპატიტის მკურნალობა ორი ძირითადი პრეპარატით ხორციელდება:პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით. კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ ამ ორი პრეპარარტის კომბინაციით მკურნალობის ეფექტურობა იზრდება.დღესდღეობით ც ჰეპატიტის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ზემოთხსენებული კომბინაციური თერაპიაა. 2011 წლიდან ევროპის, აშშ და სხვა ქვეყნების ბაზარზე ნებადართულია გამოსაყენებლად ახალი ჯგუფი - პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც მესამე წამლად ემატება აღნიშნულ კომბინაციას რთულად სამკურნალო ფორმების დროს და, აგრეთვე, მათში ვინც არ დაექვემდაბარა მანამდე ჩატარებულ მკურნალობას.