მწერიჭამიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწერიჭამიები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მწერიჭამიები
ლათინური სახელი
Insectivora

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მწერიჭამიები (Insectivora) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 3-იდან (მცირე თეთრკბილა) 39 სმ (ტანრეკი) აღწევს. აქვთ წაგრძელებული თავი, რომელიც მეტწილად მოძრავი სხეული შემოსილია ნაზი ბალნით (თხუნელა, მთიხვი, ბიგა და სხვა), ზოგისა — ჯაგრით (ტანრეკი) ან რქოვანი ეკლებით (ზღარბი). ზოგს (ზღარბი) ძალზე მოკლე კუდი აქვს, ხოლო ზოგის (მთიხვი) კუდი თითქმის სხეულის საერთო სიგრძის ტოლია. ცნობილია მწერიჭამიების 9 ოჯახი: კბილნაპრალასებრნი, ტანრეკისებრნი, წავისებრი ბიგები, ოქროს თხუნელასებრნი, ზღარბისებრნი, ხტუნიები, ბიგასებრნი, თხუნელასებრნი, მთიხვისებრნი, რომლებშიც გაერთიანებულია 300-მდე სახეობა. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა ავსტრალიისა, სამხრეთ ამერიკის უმეტესი ნაწილისა და ანტრაქტიდისა. იკვებებიან მწერებით, პატარ-პატარა ხერხემლიანი ცხოველებით. მრავლდებიან წელიწადში 2—3 ჯერ. სარგებლობა მოაქვთ მავნე მწერების განადგურებით. არიან ტკიპების — საში დაავადებათა გადამტანების — შუამავალი მასპინძლები. ზოგიერთის (მთიხვი, თხუნელა და სხვა) ბეწვი ძვირფასია. ზოგი სახეობის (მთიხვი, კბილნაპრალა) რაოდენობა ძალზე შემცირებულია, რის გამოც მათ ყველგან იცავენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]