მთიხვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მთიხვი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Desmana moschata | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მთიხვი (Desmana moschata), ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 20-22 სმ, მასა 520 გ აღწევს. კუდის ფუძესთან მუშკის ჯირკვლები აქვს, რომელთა ნივთიერება ბეწვს იცავს დასველებისაგან. კარგადაა შეგუებული წყალს. უძველესი რელიქტური სახეობაა, გვხვდება მხოლოდ ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე. გავრცელებულია მდინარეების ვოლგის, დონისა და ურალის აუზებში, ბინადრობს სოროებში, რომლებსაც გამოსასვლელი წყალში აქვს. იკვებება მუცელფეხიანი მოლუსკებით, წვრილი თევზებით, მწერებით, წურბელებით, აგრეთვე მცენარეებით. შობს 1-5 თვალაუხილავ შიშველ, უმწეო ნაშიერს. ბეწვი მტკიცე და მაღალხარისხოვანია, თუმცა დიდი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მთიხვის რიცხვი მკვეთრად მცირდება, რის გამოც მას იცავენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 674, თბ., 1983
სტატიის