ტკიპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტკიპები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
ქვეკლასი:  ტკიპები
ლათინური სახელი
Acarina

ტკიპები (ლათ. Acarina) — პატარ-პატარა (0,1-იდან 30 მმ-მდე) ცხოველები ობობასნაირთა კლასისა. ზოოლოგთა ნაწილი მათ ერთ რიგში აერთიანებს და 3 ქვერიგად ყოფს: ტკიპები-მთიბავები (Opilioacarina), აკარიფორმული ანუ ნამდვილი ტკიპები (Acariformes) და პარაზიტული ტკიპები (Parasitiformen). სხვები ტკიპებს 3 რიგად ყოფენ. ტკიპებისათვის დამახასიათებელია 6-ფეხიანი ლარვა (ნიმფებს და ზრდასრულ ტკიპებს 8 ფეხი აქვთ). სხეულის წინა განყოფილება, ე. წ. გნატოსომა, ხშირად მოძრავადაა შეერთებული სხეულის ძირითად ნაწილთან და ზედა კიდურების 2 წინა წყვილი ქელიცერები და პედიპალპებია. ზოგი პარაზოტული ტკიპების სხეული სეგმენტებადაა დაყოფილი. აკარიფორმული ტკიპების უმრავლესობის სხეული გაყოფილია თავის განყოფილებად (პროტეროსომა), რომელშიც შედის აგრეთვე 4 წყვილი კიდური, და უკანა განყოფილებად (ჰისტეროსომა), რომელშიც შედის 2 წყვილი უკანა ფეხი. პარაზიტულ ტკიპებს აქვთ თავ-მკერდი (პროსომა) ექვსივე წყვილი კიდურითურტძ და მუცელი (ოპისტოსომა). ორივე ქვერიგის უმაღლეს წარმომადგენელთა სხეულის განყოფილებები შერწყმულია. თვითონ სხეული ერთფეროვანია ან ჭრელი, ჩვეულებრივ დაფარულია თხელი კანით, ზოგჯერ კი — მეტ-ნაკლებად შერწყმული მკვრივი წარმონაქმნებით. კიდურების აგებულება განსხვავებულია კვების ხასიათის და ცხოვრების ნირის მიხედვით. მაგ. ქელიყირები ბრჭყალისებრი ან ნებემსისებრია და მარწუხით ბოლოვდება: ემსახურება საკვების მოპოვებას და მის დაქუცმაცებას. ამმარწუხით ხვრეტენ ტკიპები მასპინძლის კანს და მასზე მაგრდებიან. პედიპალპები შედარებით მარტივია, მათი ძირითადი ნაწევრები ქმნიან პირის წინა ღრუს, დანარჩენები — საცეცებს. ფეხები ჩვეულებრივ ბრჭყალებით და მისაწოვრებით ბოლოვდება. კანის მგრძნობიარე წარმონაქმნებია ჯაგრები და მათი სახეცვლილებები. ტკიპები სუნთქავენ კანით ან ტრაქეებით, რომლებიც სხეულის წინა ნაწილში ან მის გვერდებზე იხსნება 1—4 წყვილი სტიგმით.

ტკიპები გაყოფილსქესიანები არიან, სქესობრივი დიმორფიზმი მათში ყოველთვის არაა გამოხატული, სასქესო ხვრელიც სხვადასხვა ადგილზე აქვთ. განაყოფიერება შინაგანი ან სპერმატოფორულია (მამალი სპერმატოფორს დედლის სასქესო ხვრელზე ტოვებს, შემდეგ კი დედალი დაეუფლება მას). ცნობილია ე. წ. ქალწულებრივი გამრავლებაც. ტკიპების უმრავლესობა კვერცხისმდებელია, ზოგი — ცოცხლადმშობი. განვითარების ციკლი შედგება კვერცხის, ლარვისწინა, ლარვის, პროტო-, დეიტო-, ტრიტონიმფებისა და ზრდასრული ფორმებისაგან. ზოგიერთი ტკიპების განვითარების ცალკეული ფაზები ამოვარდნილია: ზოგჯერ ნიმფები რამდენიმეჯერ იცვლიან კანს. ამიტომ ნიმფური ფაზების რაოდენობა არასტაბილურია. ცნობილია ტკიპების 1100-მდე სახეობა. აკარიფორმულ ტკიპებს განეკუთვნებიან სარკოპტიფორმული (ჯავშნიანი, ბეღლის, ბალნიანი, მუნის და სხვა) და ტრომბიდიფორმული (აბლაბუდიანი, წყლის, გალიანი და სხვა) ტკიპები. პარაზიტულ ტკიპებს ეკუთვნიან გამაზოიდური, არგასული, იქსოდური და სხვა ტკიპები.

ტკიპები ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და მტკნარ წყალში. მტაცებელი და მცენარეული ტკიპები ბინადრობენ ნიადაგში, ტყის საფენში, მცენარეებზე, ცხოველთა ბუდეებში; იქსოდური, არგასული და ზოგი გამაზოიდური ტკიპები ტრანსმისიული დაავადებების (ენცეფალტის, ციებ-ცხელების) გამომწვევთა გადამტანია; ბეღლის ანუ აკაროიდული ტკიპები სპობენ მარცვალს და სხვა პროდუქტებს; გალიანი, აბლაბუდიანი ტკიპები ზიანს აყენებენმცენარეებს; მუნის ტკიპები პარაზიტობენ ადამიანისა და ცხოველების კანში. ზოგი ტკიპები სასარგებლოა — მონაწილეობს ნიადაგის წარმოქმნაში, ანადგურებს მცენარეთა მავნებლებს.

საქართველოში ტკიპები ფართოდ არიან გავრცელებული, მათი ფაუნა და ეკოლოგია განსხვავებულიია ბუნებრივი ზონების მიხედვით. შედარებით უკეთაა შესწავლიული აკარიფორმული, ჯავშნიანი, გამაზოიდური, აბლაბუდიანი, იქსოდური და ტკიპები. ტკიპების წინააღმდეგ იყენებენ აკარიციდებს და ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს. ტკიპებს შეისწავლის ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი — აკაროლოგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]