ზღარბისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღარბისებრნი
Igel.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მწერიჭამიები
ლათინური სახელი
Erinacidae

ზღარბისებრნი (ლათ. Erinaceidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. ოჯახში 8 გვარის 20 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეოჯახში: ვირთაგვასებრი ზღარბები (Echinosoricinae) და ნამდვილი ზღარბები (Erinaceinae). ნამდვილ ზღარბებს აქვთ მოკლე კუდი, ზურგზე ეკლები, კანქვეშა რგოლური კუნთები, რომელთა შეკუმშვის შედეგად სხეული მრგვალდება. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ინდოეთსა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ჩვეულებრივი ანუ ევროპული ზღარბი (Erinaceus europaeus), იკვებება მწერებით, ჭიებით, პატარ-პატარა ხერხემლიანებით (ხვლიკებით, გველებით და სხვა), სასარგებლო ცხოველებია, ანადგურებენ მავნე მწერებს.