მარვან II იბნ მუჰამადი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მურვან ყრუ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სახალიფო 750 წელს. უილიამ შეფერდის ისტორიული ატლასიდან, 1923. ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის ნებართვით.

მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანი (მურვან ყრუ ან მურვან II) (დ. 688 — გ. 750 წლის აგვისტო) (არაბ. مروان بن محمد بن مروان بن الحكم‎‎) — უკანასკნელი ხალიფა ომაიანთა დინასტიისა, მმართველობდა 744-750 წლებში, მოკვლამდე[1]. 734–744 წწ იყო ომაინთა ნაცვალი ამიერკავკასიაში[1]. ომაიანთა მმართველი, რომელიც დამასკოდან მართავდა ქვეყანას. სიჯიუტის გამო არაბები მეტსახელად მარვან-ჯორს ეძახდნენ. სისასტიკისათვის ქართველებმა მურვან-ყრუ, ხოლო სომხებმა მურვან-ბრმა შეარქვეს.

მურვანი სახალიფოს მმართველი ხდება მისი ბიძაშვილის ტახტიდან ჩამოგდებისა და ქვეყნიდან გაძევების შემდეგ. ხალიფობამდე მურვანი აზერბაიჯანის მმართველი იყო. ამ პოსტზე მისი მთავარი წარმატება ხაზარებთან ბრძოლაში გამარჯვება იყო, თუმცა გამარჯვება საკმაოდ ძვირი დაჯდა დანაკარგების გამო და მოანპოვრის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდა.

მისი ხალიფად გახდომის პერიოდში იმპერია დაშლის პირას იყოს მისული. ანტი-უმაიადთა კოალიცია ძლიერდებოდა, განსაკუთრებით ირანსა და ერაყში. შესაბამისად, მურვანის მთელი ძალისხმევა ომაიანთა იმპერიის შენარჩუნება იყო. თუმცა ამის მოხერხება შეუძლებელი აღმოჩნდა. ადრეული გამარჯვებების მიუხედავად ის საბოლოოდ მტკივნეულ დამარცხებას განიცდის აბუ ალ-აბას ალ-საფაჰთან მდ. ზაბთან ბრძოლაში. მხოლოდ ამ ბრძოლაში ომაიანთა ოჯახის 300-ზე მეტი წევრი მოკლეს. ამის შემდეგ მურვანი გამუდმებით თავშესაფრის ძიებაში იყო. თავის გადასარჩენად ეგვიპტეს გაემართა, თუმცა ნილოსთან დაიჭირეს და მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ აბასიანებმა ომაიანთა დინასტიაც ერთიანად ამოწყვიტეს. დინასტიიდან მხოლოდ ერთი მემკვიდრე მეფისწული აბდ არ-რაჰმანი გადარჩა, რომელმაც თავი ესპანეთს შეაფარა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქსე, ტ. 6, გვ. 433, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე