მსხლის ტკიპა (ლათ.Eriophyes pyri) — ფეხსახსრიანი ცხოველი ტკიპების ქვეკლასისა. დედლის სიგრძე საშუალოდ 0,18 მკმ-ს აღწევს. გავრცელებულია ყველგან. დიდი რაოდენობითაა საქართველოში. ძირითადად მსხლის მავნებელია, ნაკლებად აზიანებს ვაშლს, კომშს,ზღმარტლს, შინდსა და სხვა მცენარეებს. ფოთოლზე წარმოიქმნება გალები, რომლებიც ჯერ მურაა, შემდეგ შავდება და ხმება. ტკიპა ზამთარს ატარებს კვირტის ქერქლის ქვეშ და ჩამოცვენილ ფოთლებში. მრავლდება გაზაფხულზე, დებს 20-25 კვერცხს. წელიწადში იძლევა 4-5 თაობას.