ობობასნაირნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ობობასნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
ქვეტიპი: ქელიცერიანები
კლასი: ობობასნაირნი
ლათინური სახელი
Arachnoidea
რიგი

ობობასნაირნი (Arachnoidea), უხერხემლო ცხოველთა კლასი ფეხსახსიანთა ტიპისა. ობობასნაირთა სხეული 0,1 მმ — 17 მმ აღწევს, გაყოფილია თავმკერდად და მუცლად, იშვიათად შერწყმულია (ტკიპები). უმრავლესობის თავნკერდი დაუნაწევრებელია, იშვიათად — სეგმენტებად დაყოფილი (სოლფუგები). სუნთქავენ ტრაქებით ან ფილტვებით, იშვიათად ორივეთი. გამოყოფის ფუნქციას ასრულებენ კოქსალური ჯირკვლები და მალპიგის მილები. ნერვული სისტემა წარმოდგენილია ხაზისზედა და ხახისქვეშა ნერვული კვანძით და მუცლის ნერვული ძეწკვით. აქვთ თვალები და მგრძნობიარე ბეწვები. სმენისა და ყნოსვის ორგანოები არა აქვთ (ზოგი ობობას გარდა). ზოგს შხამიანი ჯირკვლები აქვს (მორიელები, ცრუმორიელები, ობობები). ცალსქესიანი ცხოველებია. მრავლდებიან კვერცხით (მორიელები ცოცხლადმშობნი არიან). კლასში 35 ათასამდე სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია შემდეგ რიგებში: მორიელები, შოლტფეხიანები, სოლფუგები, ცრუმოერიელები, მთიბავები, ობობები, ტკიპები. გავრცელებული არიან ყველგან, ბინადრობენ ხმელეთზე, წყლის ობობასა და წყლის ტკიპას გარდა. უმრავლესობა მტაცებელია — იკვებება სხვა ფერსახსრიანებით, ჭოებით, მოლუსკებით, პატარ-პატარა ქვეყაწმავლებით. ზოგი ტკიპა პარაზიტია, ზოგს გადააქვს ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადებანი. წყლის ტკიპები თეზის საკვებია. საქართველოში გავრცელებულია ობობასნაირთა 600-მდე სახეობა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მხეიძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 494, თბ., 494
პირადი ხელსაწყოები