მსოფლიოს I გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

15 - 28 ნოემბერი 1985 ლუცერნი, შვეიცარია

1985 წელს ფიდემ თავის კონგრესზე მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ამით ფიდე კიდევ უფრო ამდიდრებდა თავის კალენდარს და თანაც ცდილობდა უფრო სამართლიან ბრძოლაში გაერკვია მსოფლიოს უძლიერესი გუნდის სახელი.

მას შემდეგ რაც საჭადრაკო ოლიმპიადების ჩატარება შვეიცარიული სისტემით დაიწყეს, ხდებოდა ხოლმე, რომ შედარებით სუსტი გუნდები საერთო ჩათვლაში უსწრებდნენ მასზე რეიტინგით უფრო მაღლა მდგომ გუნდებს. ხდებოდა ისეც, რომ უძლიერესი გუნდები ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წრიული სისტემა კი ყველაფერ ამას გამორიცხავს.

ფიდემ ტურნირში ევროპის (სსრკ), აზიის (ჩინეთი) 1983 და პანამერიკის (არგენტინა) 1985 წლების ჩემპიონები, 1984 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე II-VI ადგილებზე გასული გუნდები (ინგლისი, უნგრეთი, რუმინეთი და გფრ) დაუშვა. აშშ-ს ნაკრების მაგივრად, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობაზე ტურნირში საფრანგეთის ნაკრები დაუშვეს, რომელმაც VII ადგილი დაიკავა 1984 წლის ოლიმპიადაზე. მათ გარდა ტურნირში მონაწილეობდა მასპინძელთა და აფრიკის ნაკრები გუნდები (ვინაიდან აფრიკაში ჩემპიონატი მაშინ არ იმართებოდა და ჭადრაკი სუსტად იყო განვითარებული, მთლიანი კონტინენტის ნაკრები დაუშვეს).

ტურნირის მთავარი ფავორიტები საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ. შემადგენლობების მიხედვით მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ უნგრელებსა და ინგლისელებს შეეძლოთ. უკვე მეორე ტურში გაიმართა ინგლის-უნგრეთის შეხვედრა. რიბლიმ შავებით შესძლო ნანის დამარცხება და უნგრელებმა გაიმარჯვეს. მეხუთე ტურში უნგრელებმა უკვე საბჭოელები დაამარცხეს (პინტერმა მოუგო ბელიავსკის), თუმცა ლიდერად კვლავ საბჭოთა ნაკრები დარჩა. დარჩენილ ტურებში მათ კიდევ უფრო გაზარდეს თავისი უპირატესობა და დამსახუხებულადაც გაიმარჯვეს.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 სსრ კავშირი საბჭოთა კავშირის დროშა 2,5 4 4,5 3,5 4 5 4,5 3,5 6 37,5
2 უნგრეთი 3,5 უნგრეთის დროშა 3,5 4,5 4,5 3,5 2,5 3,5 4 5 34,5
3 ინგლისი 2 2,5 ინგლისის დროშა 4 2,5 2 4 3,5 4 6 30,5
4 საფრანგეთი 1,5 1,5 2 საფრანგეთის დროშა 3 4,5 3,5 4 3,5 5 28,5
5 რუმინეთი 2,5 1,5 3,5 3 რუმინეთის დროშა 2,5 3,5 3 4 5 28,5
6 შვეიცარია 2 2,5 4 1,5 3,5 შვეიცარიის დროშა 2,5 3,5 3 5 27,5
7 ჩინეთი 1 3,5 2 2,5 2,5 3,5 ჩინეთის დროშა 3,5 3 5,5 27
8 არგენტინა 1,5 2,5 2,5 2 3 2,5 2,5 არგენტინის დროშა 4 5 25,5
9 გფრ 2,5 2 2 2,5 2 3 3 2 გერმანიის დროშა 4,5 23,5
10 აფრიკა 0 1 0 1 1 1 0,5 1 1,5 xxx 7

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: სსრკ სსრკ

ანატოლი კარპოვი 5 (+3=4-0), არტურ იუსუპოვი 5 (+3=4-0), რაფაელ ვაჰანიანი 6 (+4=4-0), ანდრეი სოკოლოვი 2,5 (+1=3-1), ალექსანდრე ბელიავსკი 5 (+4=2-2), ვასილი სმისლოვი 3,5 (+2=3-0), ალექსანდრე ჩერნინი 5 (+3=4-0), ლევ პოლუგაევსკი 5,5 (+4=3-0).

დროშა: უნგრეთი უნგრეთი

ლაიოშ პორტიში 5,5 (+2=7-0), ზოლტან რიბლი 6,5 (+4=5-0), დიულა საქსი 6 (+4=4-0), იოზეფ პინტერი 6 (+5=2-2), ანდრაშ ადორიანი 2,5 (+1=3-0), ივან ფარაგო 3 (+0=6-0), იშტვან ჩომი 4,5 (+2=5-0), ატილა გროსპენტერი 0,5 (+0=1-1).

დროშა: ინგლისი ინგლისი

ენტონი მაილსი 5 (+3=4-0), ჯონ ნანი 4 (+3=2-3), ჯონათან სპილმენი 3,5 (+0=7-0), ნაიჯელ შორტი 4 (+1=6-1), ენდრიუ მესტელი 4,5 (+3=3-2), მიურეი ჩანდლერი 5,5 (+4=3-1), ჰაროლდ პლასკეტი 2,5 (+2=1-2), გლენ ფლირი 1,5 (+1=1-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ვიქტორ კორჩნოი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 7,5 9 83,3
ენტონი მაილსი დროშა: ინგლისი ინგლისი 5 7 71,4
ანატოლი კარპოვი დროშა: სსრკ სსრკ 5 7 71,4
მეორე დაფა ქვეყანა %
ზოლტან რიბლი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 6,5 9 72,2
არტურ იუსუპოვი დროშა: სსრკ სსრკ 5 7 71,4
მიგელ კინტეროსი დროშა: არგენტინა არგენტინა 4 8 50,0
მესამე დაფა ქვეყანა %
რაფაელ ვაჰანიანი დროშა: სსრკ სსრკ 6 8 75,0
დიულა საქსი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 6 8 75,0
ალდო ჰაიკი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 6,5 8 72,2
მეოთხე დაფა ქვეყანა %
იოზეფ პინტერი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 6 9 66,7
ჰიუ იანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 5 8 62,5
დიტერ კელერი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 4,5 8 56,3
მეხუთე დაფა ქვეყანა %
ჰანს-იოაჰიმ ჰეჰტი დროშა: გერმანია გერმანია 5 8 62,5
ალექსანდრე ბელიავსკი დროშა: სსრკ სსრკ 5 8 62,5
ჟან-ლუკ სერეტი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 4,5 8 56,3
მეექვსე დაფა ქვეყანა %
მიურეი ჩანდლერი დროშა: ინგლისი ინგლისი 5,5 8 62,5
ვალენტინ სტოიკა დროშა: რუმინეთი რუმინეთი 5 8 62,5
უე რონჰუ იანგი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 5 8 62,5
პირველი სათადაროგო დაფა ქვეყანა %
ალექსანდრე ჩერნინი დროშა: სსრკ სსრკ 5,5 7 71,4
იშტვან ჩომი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 4,5 7 64,3
ჯანკარლო ფრანზონი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 3 6 50,0
მეორე სათადაროგო დაფა ქვეყანა %
ლევ პოლუგაევსკი დროშა: სსრკ სსრკ 5,5 7 78,6
ჟილეს მირალესი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 3,5 6 58,3
კოსტანტინ იონესკუ დროშა: რუმინეთი რუმინეთი 2,5 5 50,0