მოხაჩის ბრძოლა (1526)
| ოსმალეთ-ჰამბურგის ომი | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ოსმალეთ - უნგრეთის ომის ნაწილი | |||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| მეთაურები | |||||||
მოხაჩის ბრძოლა (უნგრ. Mohácsi csata) — ბრძოლა რომელიც მოხდა 29 აგვისტოს 1526 წ. სადაც ოსმალეთის იმპერიამ მიაყენა დამანგრეველი მარცხი გაერთიანებულ უნგრულ-ჩეხურ-ხორვატიულ ძალებს. მოზეიმე ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა შუა დუნაის დაბლობი, და თავის სამფლობელოებს შეუმატა ევროპის გული, რომელსაც თურქები გეგმავდნენ შემდეგი ახალი დაპყრობების პლაცდარმად გამოეყენებინათ და ისლამის შემდეგი გაფართოება დაეწყოთ.
სექციების სია |
[რედაქტირება] წინაისტორია
როგორც სხვა ბალკანეთის ეროვნული სახელმწიფოები, ოსმალეთის მიერ დაპყრობილნი უნგრეთის სამეფოც ХIV-ХV საულუნეებს ძალიან დასუსტებული შეხვდა, რომლისთვისაც იყო როგორც შიდა ისე გარე ფაქტორები. შიგნიდან ფეოდალური შუღლი გლეჯდა, რამაც ფაქტიურად გამოიწვია ფეოდალური დაქუცმაცება, გლეხობის ამბოხებები, ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგობა, რომლებიც მადიარიზაციის წინააღმდეგნი იყვნენ (სლოვაკები, რუმინელები, ხორვატები), ხოლო გარედან — ავსტრო-გერმანელ მმართველთა ამბიციური გეგმები ჩაერთოთ უნგრეთი თავის სამფლობელოებში. მათიას I კორვინიუსის (მათიაშ I) გარდაცვალებამ (1490) უნგრეთში ანარქია გამოიწვია, რაც თითქოს ხელს უწყობდა ოსმალების ჩანაფიქრს ამ ქვეყნის მიმართ. ხანგრძლივი ომი, რომელიც ცოტა შესვენებებით მიმდინარეობდა, დამთავრდა თურქებისათვის არც თუ ისე სახარბიელოდ. ზავის მიხედვით რომელიც დაიდო 1503 წ., უნგრეთმა შეინარჩუნა ყველა თავისი სამფლობელო და თუმცა უნდა ეცნო ოსმალეთის იმპერიისადმი მოხარკედ მოლდავეთი და ვლახეთი, მან არ დათმო უმაღლესი უფლებები ამ ორ ქვეყანაზე (უფრო ეურიდიულად ვიდრე სინამდვილეში). უნგრეთის შემდეგ დაცემას ხელს უწყობდა ოლიგარქიული რეჟიმიც, რომელიც იაგელონების დინასტიის მიერ იყო შექმნილი, უნგრელი გლეხობის გაუცხოება ეროვნულ-თავდაცვითი მოძრაობის მიმართ 1514 წ. მოვლენების შემდეგ, გეოგრაფიული ჩაკეტილობა და სავაჭრო გზებიდან მისი სიშორე, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე და მსოფლიო ოკეანეებზე გადიოდა, დუნაის სავაჭრო გზის ფუნქციის შესუსტება და ჰაბსბურგების გაძლიერებული ზეწოლა. [1]
[რედაქტირება] ბრძოლა
1526 წლის 29 აგვისტოს ქალაქ მოხაჩთან სამხრეთ უნგრეთში, დუნაის მარჯვენა ნაპირზე მოხდა ბრძოლა თურქეთის სულთანის სულეიმან I დიდის კანუნის არმიასა (100 ათასი ჯარისკაცი და 300 ქვემეხი[2][3]) და უნგრეთის, ჩეხეთის და ხორვატიის მეფის ლუდოვიკ II-ის (ლაიოშ II) თავად-აზნაურთა არმიას (25 ათასი ჯარისკაცი[2][3] და 80 ქვემეხი) შორის.
თურქების ძალიან დიდი უპირატესობა აისახა ბრძოლის შედეგებზეც: მეფე ლაიოშ II-ის არმიამ განიცადა დამანგრეველი მარცხი, თვითონ მეფე კი დაიღუპა უკან დახევის დროს. ბრძოლის შედეგად თანამედროვე უნგრეთის ტერიტორია გადავიდა თურქების კონტროლქვეშ, ტაძრებს მიშენებულ იქნა მინარეთები, ხოლო უნგრეთის დედაქალაქი საუკუნენახევრით გადატანილი იქნა ჩრდილოეთით, ბრატისლავაში.
თურქების რიცხობრივმა უპირატესობამ გამოიწვია ის რომ, გამარჯვებას თურქებმა მიაღწიეს 2 საათში. თურქების არმიაში უპირატესად ჭარბობდნენ გათურქებული სლავი-მუსლიმები (იანიჩარები) ოსმალეთის იმპერიის ბალკანეთის სამფლობელოებიდან.
[რედაქტირება] შედეგები
თურქეთის გამარჯვებას ჰქონდა მთელი რიგი პირდაპირი შედეგები როგორც უნგრეთისათვის ისე ბევრი მეზობელი ხალხისათვის. როგორც 711 წლის გვარდალეტის ბრძოლის შემთხვევაში არაბებისთვის, მოხაჩის ბრძოლამ თურქებს მისცა ფართო შესაძლებლობები მთლიანად ცენტრალური ევროპის დასაპყრობად. სულთანმა სულეიმან I-მა 1529 წ. დაიწყო ვენის ალყა, მაგრამ ზამთრის მოახლოების გამო იძულებული იყო მოეხსნა.
ოსმალების მიერ დაპყრობილი უნგრულ მიწებზე შეიქმნა ახალი ოლქი — ოსმალეთის უნგრეთი, რომელიც არსებობდა 1526—1699 წლებში. ბევრი უნგრელი არც კი უწევდა წინააღმდეგობას ოსმალთა ბრძანებლოას. თავის მხრივ ეს აიხსნებოდა ამ ერების ისტორიულ-კულტურული თავისებურებებით. საქმე იმაშია, რომ მათი ევროპაში მოსვლამდე, მიახლოებით 1000 წელს, ფინურ-უნგრული წარმოშიბის უნგრელები ცხოვრობდნენ თურქ ხალხების გარემოცვაში, რომლებისგანაც ისესხეს სასოფლო სამეურნეო ლექსიკის დიდი ნაწილი. უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის გლეხობა თურქების მოსვლას შეხვდნენ როგორც ადგილობრივი ფეოდალების წნეხიდან განთავისუფლებას. ცდილობდნენ რა უნგრელი გლეხობის თავის მხარეს გადაბირებას, ამ მიზნით თურქები ატარებდნენ გლეხობის ცხოვრების ბევრი სფეროს ლიბერიზაციას.
იმ დროისათვის ევრიპაში კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის გავრცელებული სისხლისღვრის, საპირისპიროდ თურქები არ გრძალავდნენ არცერთ რელიგიას, თუმცა ისლამზე გადასვლა ყველანაირად წახალისებული იყო. ომისშემდეგი ქაოსის გამოყენებით და ახალი მუსლიმანური საზოგადოების ჩამოყალიბებით, ბევრი უბრალო უნგრელი, რომლებმაც ისლამი მიიღო (მაგიარაბები), მოახერხა ოსმალეთის იმპერიი სამხედრო ფენის კარიერულ საფეხურზე მაღლა ასულიყო. ჩრდილოეთ უნგრეთის მიწების უნგრები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქებს, ქმნიდნენ გაიდუკების რაზმებს. ბევრი ასევე გაიქცა ჩრდილოეთით მეზობელი სლავაკიის მიწებზე. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თურქებმა დაიმორჩილეს მხოლოდ ცენტრალური უნგრეთი, პერიფერიული დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონები ახალი უნგრული დედაქალაქით — ქ. პოჟონი (თანამედროვე სლოვაკეთის ბრატისლავა) ანექსირებული იყო ავსტრიელი ჰაბსბუგების მიერ, რომლებმაც ის გადააქციეს ბუფერად გერმანიის და ოსმალეთის ტერიტორიებს შორის. ასე რომ, უნგრელებს ХVI საუკუნის დასაწყისში არ ჰქონდათ არჩევანი. უნგრეთი რომ არ დაეპყრო თურქებს მათ გერმანელები დაიპყრობდნენ. ვენის არ შემდგარი ალყის შემდეგ, ავსტრიელი გერმანელები იწყებენ უფრო გადამწყვეტ ქმედებებს თურქების წინააღმდეგ, იწყება თანდათანობითი ბალკანეთის ნახევარკუნძულის „რეკონკისტა“.
მოხაჩის ბრძოლის შემდეგ ევროპელმა ერებმა, დაიწყეს გაერთიანების ცდები, ევროპის ისლამიზაციის საშიშროებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ამ სტრატეგიამ პირველი წარმატება მოიტანა ლეპანტოს ბრძოლაში. ამას გარდა, მიუხედავათ მათი თავდაპირველი წარმატებისა, სწორედ უნგრეთში შეხვდნენ თურქები პირველად დასავლეთ ევროპულ სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურას, რომელსაც ჰქონდა ძლიერი გერმანული ზეგავლენა და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბალკანეთის რეგიონის ორიენტალიზირებულ ბერძნულ-სლავური ქვეყნებისაგან, ასე ადვილად დამორჩილებული თურქების მიერ. თუმცა ევროპული ღირებულებები უნგრეთში მთლიანად არ შეესაბამებოდა დასავლეთის სტანდარტებს, ოსმალეთის უნგრეთის სიახლოვე გერმანულ მიწებთან ქმნიდა მათთვის პირდაპირ საფრთხეს და იწვევდა მწვავე წინააღმდეგობას თვითონ ჰაბსბურგების იმპერიული ამბიციების მხარდაჭერის მიზნით.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ თურქების შემოსევა უნგრეთში. დაწვრილებითი ნარკვევი
- ↑ 2.0 2.1 Stavrianos, L.S., Balkans Since 1453, C. Hurst & Co. Publishers, 2000. p. 26 «The latter group prevailed, and on August 29, 1526, the fateful battle of Mohacs was fought: 25,000 to 28,000 Hungarians and assorted allies on the one side, and on the other 45,000 Turkish regulars supported by 10,000 to 20,000 lightly armed irregulars…»
- ↑ 3.0 3.1 Nicolle, David, Hungary and the fall of Eastern Europe, 1000—1568, Osprey Publishing, 1988. p. 13 «Hungary mustered some 25,000 men and 85 cannon (only 53 being used in actual battle), while for various reasons the troops from Transylvania and Croatia failed to arrive. The Ottomans are said to have numbered over twice as many — though this figure is exaggerated — and had up to 160 cannon…»