მოჩიმის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოჩიმას ეროვნული პარკი

Parque Nacional Mochima

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მოჩიმას ეროვნული პარკი
Venezuela Republica.svg
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უახლოესი ქალაქი კუმანა
კოორდინატები 10°18′23″ ს. გ. 64°28′46″ დ. გ. / 10.30639° ს. გ. 64.47944° დ. გ. / -10.30639; -64.47944
ფართობი 949 კმ²
დაარსდა 1973
მმართველი ორგანო ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი

მოჩიმაეროვნული პარკი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანსოატეგისა და სუკრეს შტატების ტერიტორიაზე. მოიცავს 949 კმ² ფართობს და შედგება განსაკუთრებული საზღვაო არეალისაგან დასავლეთ სექტორში, სანაპირო ზოლისგან, რომელიც მოიცავს სანტა-ფეს ყურეს, მოჩიმას უბესა და მთიან ზონას, სადაც მდებარეობს ტურიმიკირეს წყალსაცავი. ეროვნული პარკი შეიქმნა ტურიმიკირეს მასივის მთის ტყეებისა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის კარიბის ზღვის სანაპირო ლანდშაფტის დასაცავად, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზია.

ამავე დროს, მოჩიმა ვენესეუელის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფი პარკია. ბოლო დროს გეგმაშია ორი კონსტრუქციის პროექტი, რომელიც პარკს სამუდამოდ შეცვლის. მიმდინარეობს ქალაქ პუერტო-ლა-კრუსისა და კუმანას დამაკავშირებელი ეროვნული გზატკეცილის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ პარკის ტყეებში გაივლის. გზის ცენტრალური სავალი ნაწილის გარდა, მის გასწვრივ სუფთავდება 70 მეტრზე მეტი სიგანის ტერიტორია.

მეორე საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც პარკი შეიქმნა, მის საზღვრებში მოქცა ადამიანთა მრავალი დასახლება, რის გამოც ვენესუელის ეროვნული პარკების ინსტიტუტს (INPARQUES) სიტუაციის მართვა უჭირს.

ისტორია[რედაქტირება]

პარკს სახელი ეწოდა ქალაქ მოჩიმასგან და ის ერთ-ერთია ვენესუელის კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე ეროვნულ პარკთაგან. შეიქმნა 1973 წელს და ის იყო მეორე საზღვაო ეროვნული პარკი ქვეყანაში. მოიცავს მთლიან სანაპირო ზოლს პუერტო-ლა-კრუსისა და კუმანას გარშემო, ასევე სანაპიროდან მოშორებულ 32 კუნძულს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სანაპირო ზოლი მთიანია, პლაჟბით, ყურეებითა და განსაცვიფრებელი სილამაზით. მრავალფეროვანი მიკროკლიმატის წყალობით, ზოგიერთ არეალში, წყალში აღმართული გიგანტური კლიფებია, რომელთა მიმდებარე ტერიტორიბი მოკლებულია მცენარეულობას, მაშინ, როდესაც სხვა არეალებში უხვადაა ჯუნგლების მცენარეულობა და პლაჟები.

კლიმატი[რედაქტირება]

საშუალო წლიური ტემპერატურა 22 — 28 °C-ს შორის მერყეობს. სანაპიროს კლიმატი გამოირჩევა მაღალი ტემპერატურითა და მუდმივი პასატებით ნოემბრიდან მაისამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]