სან-ესტებანის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-ესტებანის ეროვნული პარკი

Parque Nacional San Esteban

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
სან-ესტებანის ეროვნული პარკი
ქვეყანა ვენესუელა
კოორდინატები 10°22′48″ ჩ. გ. 67°59′02″ დ. გ. / 10.38000° ჩ. გ. 67.98389° დ. გ. / 10.38000; -67.98389
ფართობი 445 კმ²
დაარსდა 1987

სან-ესტებანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional San Esteban) — ეროვნული პარკი ვენესუელაში, კარაბობოს შტატში. მდებარეობს კარაბობოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ესაზღვრება ანრი-პიტიეს ეროვნულ პარკს (არაგუის შტატი). სან-ესტებანის ეროვნული პარკი შეიქმნა 1987 წელს. ფართობი 43.500 ჰა. პარკი ვრცელდება გუაკარის, ნაგუანაგუის, პუერტო-კაბელიოსა და სან-დიეგოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

პარკი პუერტო-კაბელიოში მოიცავს ციხე-დარბაზს. იგი იცავს აგრეთვე სხვა ისტორიულ ობიექტებს, რომელთა შორისაა: „ესპანელების გზა“ (გზა პუერტო-კაბელიოსა და ვალენსიას შორის, ასევე თაღოვანი ხიდი); სან-ესტებანის ქალაქი; ეროვნული გმირის ბარტოლომე სალომის სახლი; „ინდიელთა მარილიანი გზა“ (პატანემოსა და გუაკარას შორის); პარკი მოიცავს აგრეთვე პეტროგლიფებს, ტრონოკონეროს „ფერად ქვას“.

ისტორიული ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოლანოს ციხე-დარბაზი
  • სან-ესტებანის სოფელი
  • ეროვნული გმირის ბარტოლომე სალომის სახლი
  • ძველი კოლონიური გზა ანუ ესპანელების გზა
  • მდინარე სან-ესტებანზე არსებული ხიდი
  • ინდიელთა მარილიანი გზა
  • ლას-ტრინჩერასის ცენტრი და თერმული აბაზანები
  • ვიგირიმის პეტროგლიფები

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]