ელ-ავილის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელ-ავილის ეროვნული პარკი

Parque Nacional El Ávila

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ელ-ავილის ეროვნული პარკი
Venezuela location map.svg
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უახლოესი ქალაქი კარაკასი
კოორდინატები 10°32′ ს. გ. 66°52′ დ. გ. / 10.533° ს. გ. 66.867° დ. გ. / -10.533; -66.867
ფართობი 851,92 კმ²
დაარსდა 1958
მმართველი ორგანო ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი
მწვერვალ ელ-ავილის ხედი კარაკასიდან

ელ-ავილა (ესპ. Parque Nacional El Ávila) — ეროვნული პარკი ვენესუელაში. მოიცავს ჩრდილოეთ-ცენტრალური ვენესუელის სანაპირო ზოლის მთიან არეალს, რომლის უმაღლესი მწვერვალიცაა პიკო-ნაიგუატა (2 765 მ). სახელი ეწოდა მწვერვალ ელ-ავილისგან (2 740 მ). ეს მთა მდებარეობს ვიწრო ხეობაში, კარაკასის ჩრდილოეთით და ქალაქს კარიბის ზღვისგან გამოყოფს.

ისტორია[რედაქტირება]

ტერიტორია ეროვნულ პარკად 1958 წელს გამოცხადდა და დააკმაყოფილა ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან არსებული მოთხოვნა ამ არეალის დაცვის შესახებ. მისი შექმნით დაიწყო კარაკასის გარშემო არსებული მთის ტყეების დაცვა. ეს მთები ამჟამად ემსახურება როგორც რეკრეაციულ მიზნებს, ისე ქალაქის დაცვას ჭუჭყისა და ურბანული ექსპანსიისგან. ელ-ავილა კარაკასის მაცხოვრებელთათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი რესურსი იყო, რომელიც მრავალგვარი საქმიანობისათვის გამოიყენებოდა, რამაც გაართულა მისი დაცვა. 1956 წელს გაიხსნა სასტუმრო და საბაგირო, რომელიც ზღვის დონიდან 2 135 მეტრზე ადის და ქალაქ მაკუტოს მეორე მხარეს ეშვება. 20 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, ეს საბაგირო 2011 წლის თებერვალში კვლავ გაიხსნა.

ბიომრავალფეროვნება[რედაქტირება]

პარკში წარმოდგენილია ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნება. აღწერილია პეპლის 100-ზე მეტი, ძუძუმწოვრის 120, ამფიბიის 20, რეპტილიის 30 და ფრინველთა 500 სახეობა. ფრინველთაგან 9 სახეობა ვენესუელის ენდემია, სამი კი გადაშენების პირას მყოფია. კლასიფიცირებულია მცენარეთა 1 800 სახეობა, რომელთაგან ზოგიერთი კორდილიერა-დე-ლა-კოსტას მთის მასივის ენდემია, ზოგიც საკუთრივ პარკის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: