მორსილა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბურგოსული მორსილა

მორსილა (ესპ. morcilla) — ესპანური სისხლიანი ძეხვი. არსებობს მორსილას დამზადების რამდენიმე რეგიონალური რეცეპტი. შედარებით ყველაზე ცნობილები არიან ბურგოსული მორსილა (ესპ. morcilla de Burgos), რომელსაც ღორის სისხლისა და ხორცისაგან, ქონისგან, ხახვისგან და ბრინჯისგან ამზადებენ და მწვანე მორსილა (ესპ. morcilla de verduras), სადაც ბრინჯის მაგივრად პრასს ამატებენ. კანარის კუნძულებზე ამზადებენ ტკბილ მორსილას (ესპ. morcilla dulce) ჩამიჩის, ნუშისა და დარიჩინის დამატებით. მორსილა ასევე სხვა ესპანურენოვან ქვეყნების სამზარეულოებშიც გვხვდება.

მორსილას ამზადებენ გრილზე, წვავენ, ამატებენ ლობიოს, მუხუდოს ან ოსპის წვნიანებსა და პაელაში და მიართმევენ როგორც ტაპასს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]