მიხეილ კინწურაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კინწურაშვილი.
მიხეილ კინწურაშვილი

მიხეილ კინწურაშვილის მემორიალური დაფა თბილისში
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1885
შხეფი, სენაკი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 1955 (69 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი

მიხეილ პავლეს ძე კინწურაშვილი (ფსევდონიმი — იასამანი; დ. 7 აპრილი, 1885, სოფელი შხეფი, სენაკი — გ. 4 იანვარი, 1955, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. იყო რუსეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი (1905) და საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრი (1934).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1912 წელს. 1912 წელსვე შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას აზერბაიჯანში, ქალაქ შუშის რეალურ სასწავლებელში, სადაც მოღვაწეობდა 1916 წლამდე. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და გორში ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა (1916-1919). 1919-1922 წლებში იყო ფოთის ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, შემდეგ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე. ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას სამეგრელოში.

1923-1928 წლებში მუშაობდა თბილისის აღმასკომის სტატისტიკური განყოფილების განათლების სტატისტიკის განყოფილების გამგედ. ლექსებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მწყემსში“, „მოგზაურში“, „ჩვენ ხმაში“, ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“, ასევე სხვადასხვა კრებულებში; 1922 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების პირველი ტომი; ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, თარგმნიდა რა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურ ნაწარმოებებს 1928-1929 წლებში, გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში.

1946 წელს გადაეცა კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯილდო, აგრეთვე მინიჭებული აქვს მედალი „შრომითი მამაცობისთვის“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი სიმღერა — გვ. 65, თბ., 1986 წელი;
  • ლექსები — ტ. 1, გვ. 124, თბ., 1922 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]