მწყემსი (ჟურნალი)
„მწყემსი“ — ქართული სასულიერო ჟურნალი, გამოდიოდა 1883–1910 წლებში ყვირილაში (ახლანდელი ზესტაფონი), თვეში 2-ჯერ, 1885–1887 წლებში — თვეში 5-ჯერ. ჟურნალი სასულიერო თემატიკის გარდა დიდ ადგილს უთმობდა ქართული სკოლის, საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებს. 1885–1905 წლებში რუსულ ენაზე გამოდიოდა „მწყემსი“ დამატება „პასტირი“ რედაქტორ-გამომცემელი — დავითი (ღამბაშიძე).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 267.