მიკი დი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მიკი დი | ||
|---|---|---|
მიკი დი ედმონტონის კონცერტზე 2005 წლის მაისში
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | მიქაელ კირიაკოს დელაოგლოუ | |
| დაიბადა | 31 ოქტომბერი 1963 გეტებორგი, შვედეთი |
|
| ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, სპიდ მეტალი, მძიმე როკი |
|
| საქმიანობა | მუსიკოსი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | დასარტყმელი საკრავები, გიტარა | |
| აქტიური | 1985-დან დღემდე | |
| ასოციაციები | Don Dokken, Motörhead, King Diamond, WWIII | |
| ვებ-გვერდი | imotorhead.com | |
მიქაელ კირიაკოს დელაოგლოუ (ბერძნ. Μιχαήλ Κυριάκος Δελάογλου, დ. 31 ოქტომბერი, 1963, გეტებორგი, შვედეთი) — უკეთ ცნობილი როგორც მიკი დი,[1] ბერძნული წარმოშობის შვედი დრამერი და სიმღერების ავტორი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს მძიმე მეტალ ჯგუფ მოუტერჰედში.
მუსიკალური კარიერის დაწყების შემდეგ ადგილობრივ ჯგუფებში მიკი 1985 წელს გადავიდა კოპენჰაგენში, სადაც იგი შეუერთდა ჯგუფ კინგ დაიმონდს. მათთან ერთად მიკიმ ჩაწერა ოთხი ალბომი.
1990 წელს მიკი უკრავდა ჯგუფში დონ დოკენი, რომელთანაც ერთად მან ჩაწერა ალბომი Up from the Ashes.
1992 წელს მიკი დათანხმდა ლემის წინადადებას (რომელიც 1985 წლიდან სთავაზობდა მას), გადასულიყო ჯგუფ მოუტერჰედში. მოუტერჰედის პირველი კონცერტი მიკისთან ერთად შედგა 1992 წლის 30 აგვისტოს. მას შემდეგ მიკი ჯგუფის უცვლელი წევრია.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ მიკი დის ბიოგრაფია. IMDb. წაკითხვის თარიღი: 2007-03-29.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
||||||||||||||||||||||||||