მზეყვავილა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მზეყვავილა
Helianthemum grandiflorum
Helianthemum grandiflorum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: საკმელასებრნი
გვარი: მზეყვავილა
ლათინური სახელი
Helianthemum
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მზეყვავილა (Helian themum), მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ერთი ან მრავალწლოვანი ბალახები, უფრო ხშირად ბუჩქბალახებია. საქართველოში ამ გვარის 9 სახეობა იზრდება. მათგან ერთი სახეობა (Helianthemum georgicum) საქართველოს ენდემია (გვხვდება მხოლოდ ქართლსა და მესხეთში), ერთი (Helianthemum buschii) — კავკასიისა (იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ იმიერკავკასიაში). დანარჩენი 7 ფართოდ არის გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მზეყვავილა იზრდება მშრალ და ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, აგრეთვე ბუჩქნარებს შორის მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე. დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეებია. დიდი რაოდენობით შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 658, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე