საკმელასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| საკმელასებრნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Cistaceae | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
საკმელასებრნი (Cistaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. აერთიანებს ბუჩქებს, ნახევრად ბუჩქებს და ბალახებს. აქვთ მოზამთრე ან ცვენია მარტივი ფოთლები, თეთრი, მოყვითალო, მოვარდისფრო მარტოული ან საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები. ნაყოფი კოლოფია. ხმელთაშუაზღვისპირეთის დამახასიათებელი ოჯახია. ოჯახი 4-8 გვარისაგან შედგება.
საქართველოში გავრცელებულია 3 გვარის სახეობები. მათგან საკმელა (Cistus) დასავლეთ საქართველოში გვხვდება. მზეყვავილა (Helianthemum) და ფუმანა (Fumana) მთელ რესპუბლიკაში.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- გაგნიძე რ., ქსე, ტ. 8, გვ. 677, თბ., 1984
სტატიის