დიდი ურდო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ურდოს რუკა

დიდი ურდოთათართა ფეოდალური სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, მდინარე დონსა და დნეპრს შორის; შეიქმნა 1433 წელს ოქროს ურდოს დაშლის შედეგად. ლიტვის დიდი მთავრის სვიდრიგალოს დახმარებით დიდი ურდოს სათავეში ჩაუდგა თოხთამიშის შვილიშვილი სეიდ აჰმედი. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მომთაბარე მესაქონლეობა, ნაწილობრივ — მიწათმოქმედება. XV საუკუნის შუა წლებში დიდი ურდო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აღმოსავლეთ ევროპაში. 1455-1456 წლებში ზამთარში ყირიმის ხანმა ჰაჯი-გირეიმ დაამარცხა დიდი ურდო, რის შემდეგაც მისმა ცენტრმა მდინარე ვოლგის სანაპიროებზე გადაინაცვლა. 1465 წელს მას ასტრახანი გამოეყო და დამოუკიდებელ სახანოდ ჩამოყალიბდა. დიდმა ურდომ გარკვეულ ძლიერებას მიაღწია აჰმედ-ხანის დროს (1465-1481). 1486-1491 წლებში დიდი ურდო ყირიმის ხანმა მენგლი-გირეიმ დაამარცხა, 1502 წელს კი საბოლოოდ მოუღო ბოლო მის დამოუკიდებლობას.

ლიტერატურა[რედაქტირება]