ონდატრა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონდატრა
Muskrat Foraging.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მღრღნელები
სახეობა: ონდატრა
ლათინური სახელი
Ondatra zibethicus
დაცვის სტატუსი
არეალი
Verbreitungsgebiet Bisamratten.jpg

ონდატრა (Ondatra zibethicus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ. მასა 1,5 კგ. აღწევს. აქვს გვერდებიდან შებრტყელებული ქერცლოვანი კუდი. უკანა კიდურებზე თითებს შორის საცურაო აპკი მთლიანი არ არის. გამრავლების პერიოდში მამლის საზარდულის ჯირკვლები გამოყოფენ მუშკის შემცველ სეკრეტს. ონდატრა ბინადრობს ჩრდილოეთი ამერიკის წყალსატევებისა და ჭაობების სანაპიროებზე. ევროპაში შემოყვანილია (ყოფილ სსრკ-ში 1927 წლიდან), შემდეგ განსახლდა მთელ ევრაზიაში. ნახევრად წყლის ცხოველია. იკვებება მცენარეებით და ცხოველებით. მაკეობის ხანგრძლივოდა 25 დღეა, შობს 7-8 ნაშიერს. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ტყავს, ზოგჯერ ხორსაც). ზოგჯერ აზიანებს სარწყავ სისტემას, ჯებირებსა და კაშხალებს. ტულარემიისა და პარატიფის გამომწვევების ბუნებრივი მატარებელია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 531, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე